ქამადაძე: ბათუმში საარჩევნო უბნებზე 56-მდე საჩივარი დავწერეთ

286

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მირდატ ქამადაძის განცხადებით, ბათუმში საარჩევნო უბნებზე 56-მდე საჩივარი დაწერეს. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ერთ-ერთ უბანზე სიებს ითხოვდა. ამასთან, მირდატ ქამადაძის თქმით, “კარუსელის” დატრიალების მცდელობა შენიშნეს.

“გამოვლენილია სხვადასხვა ხასიათის დარღვევები, მე-14 უბანზე მარკირების სითხე უხარისხოა, ამ უბანზე ფაქტობრივად მარკირება არ მიმდინარეობს. 37-ე უბანზე შსს-ს თანამშრომელი მიხეილ გეგუჩაძე შეხვდა კომისიის თავმჯდომარე ხათუნა ბერაძეს და მან, ყოველი საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა მოითხოვა, რაც კანონდარღვევაა. 40-ე, 48-ე უბნებზე აგიტატორები არიან მობილიზებული, ისინი წესებს არ იცავენ. მე-6 და 18-ე უბნების თავმჯდომარეები დამკვირვებლებს ხელს უშლიან მუშაობაში”, – აცხადებს მირდატ ქამადაძე.