„ნაცმოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ფოთის პოლიციის სამმართველოს საჩივრით მიმართა

374

ფოთში, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ჟანა ჩაჩავამ ფოთის პოლიციის სამმართველოს საჩივრით მიმართა.

როგორც ჩაჩავა აცხადებს, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა იძალადეს და მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი ძალის გამოყენებით წაართვეს. მისივე თქმით, ეს იმ დროს მოხდა, როცა მაჟორიტარობის კანდიდატი ერთ-ერთ უბანზე მივიდა და დაინტერესდა, თუ რა სიებს აკონტროლებდნენ სამარშუტო ტაქსებში მობილიზებული ადამიანები.

ოპოზიცია ფაქტზე დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს.

,,გავჩერდი იქ სადაც სამარშუტო ტაქსი იდგა, სურათიანი სიები ეკავათ, დამალეს, დაიწყეს ყვირილი და გადაღება რომ დავიწყე, ტელეფონის წარმევა მოინდომეს. ეს იყო ,,ქართული ოცნების“ კოორდინატორების ხელმძღვანელი, რომელიც ბევრჯერ არის შემჩნეული, ყოველ არჩევნებზე ასე იქცევა. ჩემზე იძალადა და შეგვაქვს საჩივარი პოლიციაში, იმედია, რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა ჟანა შამათავამ.