ლევან თარხნიშვილი: ფოთში თვითმმართველობის არჩევნები დარღვევების ფონზე მიმდინარეობს

593

ფოთში თვითმმართველობის არჩევნები დარღვევების ფონზე მიმდინარეობს, – ამის შესახებ ოპოზიციის შეთანხმებული მერობის კანდიდატის გიგი უგულავას შტაბის ხელმძღვანელმა ლევან თარხნიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა უბანთან მობილიზებულები არიან აგიტატორები და დარღვეულია 100- მეტრიანი რადიუსის ვალდებულება. თარხნიშვილი შესაბამის ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„უნდა ვისაუბრო იმ დარღვევებზე, რომელიც აქამდე მოხდა ფოთში. პირველი – ორი უბანი გაიხსნა დაგვიანებით. მეორე, ახალი რეგულაციის მიხედვით, 100 მეტრის რადიუსში, არ უნდა იყოს გარე პირი, რაც ასევე ირღვეოდა მე-2, მე-17, მე- 20, 21-ე, 31-ე უბნებში. მოხდა პოლიციის გამოძახება, რის შედეგადაც გარეშე პირებმა დატოვეს იქაურობა. ტრადიციულად აქტიურობენ კოორდინატორები, მოძრაობს სამარშრუტო ტაქსი, რომელშიც იმყოფებიან „ოცნების” კოორდინატორები საეჭვო სიებით, საეჭვო აქტივობით.

მინდა პირველ რიგში მოვუწოდო კომისიის წევრებს, აგრეთვე „ქართული ოცნების” აქტივისტებს და პოლიციას, რომ ნუ ბორგავენ, მიუხედავად იმისა, რის გაკეთებას აპირებენ, ეს დღე იქნება მათი დასასრულის დასაწყისი. რეფერენდუმში აუცილებლად გავიმარჯვებთ, როგორც ფოთში, ისე მთლიანად საქართველოში და ისინი იძულებული იქნებიან, რომ დანიშნონ რიგგარეშე არჩევნები“, – ლევან თარხნიშვილმა.