ცესკო: ვაკის საარჩევნო ოლქის მე-4 უბანზე ბიულეტენებთან დაკავშირებით დაფიქსირებული ხარვეზი აღმოფხვრილია

332

ვაკის საარჩევნო ოლქის მე-4 უბანზე ბიულეტენებთან დაკავშირებით დაფიქსირებული ხარვეზი აღმოფხვრილია და კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს.

როგორც ცესკო-ს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ უბანზე ბიულეტენები ჩანაცვლდა.

ამასთან, ცესკოს სპიკერმა განმარტა, იმ შემთხვევაში თუ ბიულეტენი დაზიანებულია, არ ჩანს შესაბამისი რეკვიზიტები, რომელიც მასზეა დატანილი, მიმართონ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და მოითხოვონ ახალი ბიულეტენი.

ასევე, მისივე ინფორმაციით, დაინტერესებული პირები დღის განმავლობაში მანიპულირებენ ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსიასთან დაკავშირებით.

„განვმარტავთ, კანონის შესაბამისად ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფოტოებიანი ვერსიის გამოთხოვის უფლება აქვს ყველა საარჩევნო სუბიექტს და ამ ფორმით ინფორმაციის გავრცელება საზოგადოებაში არასწორი აღქმების ფორმირებას ემსახურება“, – განაცხადა იოსელიანმა.