ზუგდიდის 90-ე უბნიდან „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები გამოაძევეს

600

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” განცხადებით, ზუგდიდის 90-ე საარჩევნო უბნიდან გამოაძევეს მისი ორი დამკვრვებელი.

“დამკვირვებელმა გვითხრა რომ თითქოს რომ მოტივით გამოაგდეს, რომ რეგისტრატორს ხელს უშლიდა საკუთარი უფლებამისლების შესრულებაში. დამკვირვებელს აქვს უფლება აწარმოოს მონიტორინგი, თუ რამდენად ჯეროვნად ასრულებს რეგისტრატორი საკუთარ უფლებამოსილებას, ამის მერე მე შევედი უბანზე, გავაგრძელე უბნის მონიტორინგი, რა დროსაც ნაკადის მომწესრიგებელმა ულტრაიისფერი დანათების გარეშე, კანონდარღვევით შემოუშვა ადამიანი, რაზეც მოვახდინე რეაგირება და პირადობის წარმოდგენა ვთხოვე, ამ დროს მოვარდა ადამიანი, მაყენებდა შეურაცხყოფას, მეუბნებოდა რომ ვარ მოძლადე, რომ ადამიანს ვართმევ პირადობას, რაც გადაიზარდა ურთიერთშელაპარაკებაში”, – განაცხადა ორგანიზაცის ხელმძღვანელმა დავით ლოგუამ.

მისივე თქმით, ადამიანი, რომელიც აგრესიას ავლენდა, “საზოგადოების გაერთიანება -ჯერ საქართველოს” წარმომადგენელი, უბანზე კი საარჩვენო პროცესი უმართავია.

“ჩვეულებრივად შემოდიან ადამიანები, ისინი აზლევენ მითითებებს კომისის თავმჯდომარეს, გაჰყავთ გარეთ და არის ქაოსური მდგომარეობა”.

უბნის კომისის თავმჯდომარის განცხადებით, დამკვირვებლების გაძევების მიზეზი იყო ის,რომ დამკვირვებელმა ამომრჩეველს პირადობა მოსთხოვა.

“იყო შემთხვევა როცა ამომრჩეველთან მივიდა, პირადობის მოწმობა გამოართვა, მე უთხარი,  რატომ ართმევ პირადობას, ეს არის დარღვევა. ამომრჩეველი ძალიან განაწყენდა, ჩვენზე და თავი უხერხულად ვიგრძენი. ეს არანაირად არ შეიძლება, არ არის კანონში, თუ ვინმე გეეჭვება ამისთვის სხვა ადმინისტრაციული გზა არსებობს. ასევე გაძევების მიზეზი იყო, ის რომ რეგისტრატორს აძლევდა მითითებებს, როცა ის არ ასრულებს თავის უფლებამოსილებას, ამაზე მითითებები კი არ უნდა გასცენ, არამედ უნდა დაიწეროს “, – განაცხადა კომისის თავმჯდომარე კახაბერ ყალიჩავამ.

უბანზე შომხდარი შელაპარაკების გამო, მან გამოიძახა პოლიცია.