ზუგდიდის #19 საარჩევნო უბნის მიმდებარედ ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე იმყოფებოდა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსიც. დაპირისპირება ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების გამოჩენამ გამოიწვია.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის ნენე დალაქიშვილის ინფორმაციით, ქალები მანქანიდან ბენზინის ტალონებს არიგებდნენ და მათ სამაგიდო სიები ჰქონდათ. ნენე დალაქიშვილი პოლიციისგან შესაბამის რეაგირებას ითხოვდა, რამაც ადგილზე მყოფი სხვა მოქალაქეები გააღიზიანა. სიტყვიერი დაპირისპირება საბოლოო ჯამში პოლიციის თანამშრომლებმა განმუხტეს.
ნენე დალაქიშვილი პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.