კახეთში, “ოცნების” კოორდინატორები უბნებზე სიებით დგანან და ამტკიცებენ, რომ ფურცელზე “ნამცხვრის რეცეფტები” უწერიათ

360

მმართველი პარტიისთვის უკვე ტრადიციად ქცეული კოორდინატორების სრული ჩართულობით მიმდინარეობს არჩევნები კახეთში – “მთავარი არხის” გადამღებმა ჯგუფმა საარჩევნო უბნებთან “ქართული ოცნების” კოორდინატორები სიებით ხელში დააფიქსირა.

ისინი არჩევნებზე მისულ ადამიანებს აღრიცხავდნენ, თუმცა მედიის გამოჩენის შემდეგ, სიები ავტომობილში დამალეს და თქვეს, რომ ფურცელზე “ნამცხვრების რეცეფტები უწერიათ”.

“ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ ყველა დარღვევაზე ოფიციალური საჩივრით საარჩევნო კომისიას მიმართავენ.

“თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე შეინიშნება კანონდარღვევა, რაც განისაზღვრება იმით, რომ მობილიზებულები არიან როგორც “ქართული ოცნების” აქტივისტები ისე საჯარო სამსახურის წარმომადგენლები,რომლებიც პირდაპირ ფილტრში ატარებენ მიმსვლელ ამომრჩეველს. ამით დარღვეულია კანონი, მათ არ აქვთ უფლება საარჩევნო უბნებთან მოახდინონ შეკრება 100 მეტრის დაცილებით”, – თქვა თელავის მერობის კანდიდატმა “ნაციონალური მოძრაობიდან”, გიორგი ბოტკოველმა. 

ცნობისთვის, კახეთში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 300-ზე მეტი მაჟორიტარობისა და 21 მერობის კანდიდატი იყრის კენჭს.