პარტია ,,ლელო საქართველოსთვის” წევრის ლევან სამუშიას ინფორმაციით, ზუგდიდში მე-17 უბანზე გადასატან ყუთთან დაკავშირებით დარღვევის ფაქტები გამოიკვეთა. კერძოდ, გადასატანი ყუთის სიებში მითითებული პირები, რომლებიც თითქოს საჭიროებდნენ ყუთის ბინაზე მიტანას, სრულიად ჯანმრთელი აღმოჩნდნენ და საარჩევნო უბანზე მივიდნენ.
სამუშიას განმარტებით, გადასატან ყუთში აღნიშნული პირების ნაცვლად არჩევანი სხვამ გააკეთა, რის გამოც გადასატანი ყუთის გაბათილებას მოითხოვენ.
„გადასატანი ყუთის სიებში იყო 37 ადამიანი , რომლებიც თითქოს საჭიროებდნენ ყუთის...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” დღის განმავლობაში 140-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა დააფიქსირა. ჩვენმა დამკვირვებლებმა დაწერეს 25 საჩივარი. მნიშვნელოვანი დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი შემთხვევები:
სავარაუდო „კარუსელი”
#22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #13 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სტუდენტური პროფესიული კავშირის“ დამკვირვებელმა ტოფიგ აკბეროვმა ამ უბანზე ორჯერ მისცა ხმა, მესამე მცდელობისას კი მას კომისიის წევრებმა აღარ მისცეს ამის საშუალება. აღსანიშნავია, რომ ეს ადამიანი საერთოდ არ არის...
საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებით, მოუთმენლად ელოდებიან იხილონ ხმის დათვლისა და შედეგების გამოცხადების გამჭვირვალე, მშვიდი პროცესი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.
„დღეს ელჩი დეგნანი საელჩოს დამკვირვებელთა 45 ჯგუფთან ერთად საქართველოს მუნიციპალურ არჩევნებს აკვირდება. ჩვენ მოუთმენლად ველით, ვიხილოთ ხმის დათვლისა და შედეგების გამოცხადების გამჭვირვალე, მშვიდი პროცესი. ასევე, მიუხედავად გამარჯვებულების ვინაობისა, ველით ვალდებულების აღებას, რომ მმართველობისას ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესები იქნება გათვალისწინებული“, - ნათქვამია აშშ-ს...
"ქართული ოცნების" მთვრალი აქტივისტები თელავში "ტვ პირველის" ჟურნალისტს, გიორგი ხუხიას თავს დაესხნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.
შემთხვევა 47-ე საარჩევნო უბნის წინ მოხდა. ადგილზე დაახლოებით 10 პირი იმყოფებოდა, რომლებიც ამომრჩევლებს მოუწოდებდნენ "ქართული ოცნებისთვის" მიეცათ ხმა.
„იმერეთში სახეზე გვაქვს მოსყიდვისა და აგიტაციის ფაქტები უბნებზე, ასევე ე.წ. კარუსელის შემთხვევა. ქუთაისში 124-ე უბანზე კომისიის თავმჯდომარემ შემაჯამებელი ოქმი დღის დასაწყისში შეადგინა" , - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი გოგუაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქუთაისში ძალიან მაღალი აქტივობაა.
„მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს ამომრჩევლებს და თითოეულ ქუთაისელს, რომ მოვიდნენ არჩევნებზე და გააკეთონ საკუთარი არჩევანი უკეთესი ქუთაისისთვის. არჩევნები მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პრობლემებისა...
დიდუბეში, 41-ე საარჩევნო უბანზე, მთაწმინდის ბიულეტენები აღმოჩნდა.
როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, ამასთან დაკავშირებით სამართალდარღვევის აქტი შედგა.
"შედგენილია სამართალდარღვევის აქტი, და ახსნა-განმარტებაც დაწერილია. საუბნო საარჩევნო კომისია იმსჯელებს აღნიშნულზე და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. კენჭისყრის პროცესი აღნიშნულ უბანზე გრძელდება“,-განაცხადა იოსელიანმა.
„ქართული ოცნების“ წევრის, მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატის ზაურ დარგალის განცხადებით, მარნეულში მომხდარ დაჭრის ფაქტთან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს კავშირი არ აქვთ.
მისი თქმით, „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა დაჭრა.
„არანაირი მსგავსი ჩვენი მხრიდან, ჩვენი მხარდამჭერების ჩართულობით არ ყოფილა. ჩვენ რაც გავარკვიეთ, ჩვენი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა დაჭრა „ლეიბორისტი“. ჩხუბი იყო, ჯერ უბნის წინ და მერე სხვაგან წავიდნენ ჩხუბი გაგრძელდა და დაჭრა“, - განაცხადა...
„ლელოს“ წალენჯიხის მერობის კანდიდატის თამარ ბელქანიას ინფორმაციით, სოფელ საჩინოს #28 უბანში „კარუსელი“ დატრიალდა. უფრო კონკრეტულად, ოპოზიციური პარტიის კანდიდატი ამბობს, რომ გაცემული ბიულეტენი ხელმოწერების რაოდენობას აღემატება. ბელქანია მიიჩნევს, რომ ამ უბანზე კენჭისყრის პროცედურა არ უნდა გაგრძელდეს.
„ტოტალურად გაყალბება უკვე დაიწყო 15:00 საათისთვის. რეალურად საჩინოში დაფიქსირდა „კარუსელი“. მოსული ამომრჩევლების ხელმოწერას გაცემული ბიულეტენები აღემატება. კიდევ ვინ იცის რამდენი დაემატება ამ რაოდენობას. ადგილზე იყო წალენჯიხის...
ფაქტი დღეს ოზურგეთში ქალაქის ერთ-ერთ უბანზე მოხდა. შუახნის ქალბატონს, რომელსაც სახლში გადასატანი ყუთი მიუტანეს, მეზობელმა 25 ის ნაცვალ 41 შემოუხაზა. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს.
“ქალბატონს გადაადგილება არ შეეძლო და საარჩვენო ყუთი სახლში მიუტანეს. მასთან იმყოფებოდა მეზობელი, რომელსაც ნომრის შემოხაზვაზე დახმარება სთხოვა.
ქალბატონმა დააფიქსირა, რომ ის ხმას პარტია “საქრთველოსთვის” აძლევდა, მეზობელმა კი მას 25-ის ნაცვლად 41 შემოუხაზა, რასაც მეზობლებს შორის სიტყვიერი...
ინციდენტი მოხდა, ნატანების ერთ-ერთ უბანზე, სადაც “ქართული ოცნების” აქტივისტებს საარჩევნო უბნიდან 20 მეტრში გაჩერებულ მიკროავტობუსში, ამომრჩევლები შეჰყავდათ და მასზე ზეწოლას ახორცილებდნენ. ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს.
რა დროსაც მასთან დამოუკიდებელი მერობის კანდიდატი მივიდა – მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიკროავტობუსში.
ამ უბნის ამომრჩეველთა სრული სია ჰქონდათ მიწოდებული, რომერიც სავარაუდოდ, საოლქო საარჩევნო კომისიიდან იყო მიწოდებული.
"სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლებისგან მიღებული ინფორმაციით, კვლავ ფიქსირდება ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები, რაც გამოიხატება ბიულეტენების საარჩევნო უბანზე მყოფი პირებისთვის ჩვენებაში.
მრავალჯერადი დარღვევები დაფიქსირდა მარნეულის ორ საარჩევნო უბანზე, სადაც გამოვლინდა პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემის არაერთი შემთხვევა, მარკირების შემოწმებისა და ჩატარების გარეშე ხმის მიცემის არაერთი ფაქტი, აგრეთვე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. ორგანიზაციამ აღნიშნულ უბნებზე კენჭისყრის შედეგების ბათილობა მოითხოვა.
გრძელდება უბნის შიგნით, უბანზე...
"ლელოს" წალენჯიხის მერობის კანდიდატის, თამარ ბელქანიას ინფორმაციით, სოფელ საჩინოს 28-ე საარჩევნო უბანზე, მისული ამომრჩეველთა ხელმოწერებს 21-ით აღემატება გაცემული ბიულეტენების რაოდენობა. მისი სიტყვებით, უბანზე "ტოტალური გაყალბება" 16:00 საათიდან დაიწყო. როგორც თამარ ბელქანია ირწმუნება, უბანზე ამ ფაქტის გარკვევის მიზნით ნახევარი საათი შეფერხებული იყო კენჭისყრა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
"კენჭისყრის დასრულდებამდე კაცმა არ იცის კიდევ რამდენი დაემატება ამ რაოდენობას. მოხდა კარუსელის და ტრიალება...
ცესკო-ს სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, შეუძლებელია, გადასატანი ყუთის სიაში მყოფი ამომრჩევლის ნაცვლად ხმა უბანზე სხვა ამომრჩეველმა მისცეს. ამის შესახებ განმარტება იოსელიანმა ბრიფინგზე „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ამბობს, რომ „კოვიდთან დაკავშირებით შექმნილი გადასატანი ყუთების სქემა მუშაობს“.
„რაც შეეხება გადასატან საარჩევნო ყუთს, მინდა გავაკეთო ძალიან დეტალური განმარტება. საქმე გახლავთ შემდეგში - იმ შემთხვევაში, როდესაც ამომრჩეველთა ერთიანი სიიდან საარჩევნო კომისიას...
წინა სტატია
ცესკო-ს სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ გარდაბნის 41-ე უბანზე 100 ადამიანი შეიყვანეს, რომლებიც არ იყვნენ ამომრჩეველთა სიაში და მათ ხმა მიაცემინეს, სიმართლეს არ შეესაბამება.
ამასთან, ცესკო-ს სპიკერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ თელავის 50-ე უბანზე დამკვირვებელი ნაკადის მომწესრიგებლის ნაცვლად იდგა, რაც პროცედურულ დარღვევას წარმოადგენს. მისივე განმარტებით, ამ დროისთვის ეს გაურკვევლობა აღმოფხვრილია.
„ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდუბეში, 41-ე საარჩევნო უბანზე, აღმოჩნდა მთაწმინდის...
"ლელოს" განცხადებით, ზუგდიდში, მე - 17 საარჩევნო უბანზე გამოიკვეთა დარღვევის ფაქტები გადასატან ყუთთან დაკავშირებით. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
"გადასატანი ყუთის სიებში იყო 37 ადამიანი, რომლებიც თითქოს საჭიროებდნენ ყუთის ბინაზე მიტანას, თუმცა გადასატან ყუთში აღმოჩნდნენ სრულიად ჯანმრთელი ადამიანები, რომლებიც გამოცხადდნენ ადგილზე უბანზე. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ გადასტან ყუთში მათ ნაცვლად ვიღაცეებმა დააფიქსირეს არჩევანი. სამმა ადამიანმა ამ სიიდან მოითხოვა უბანზე ხმის მიცემა,...
რუსთავში რამდენიმე საარჩევნო უბანს დენი არ მიეწოდება. “ენეგრო-პრო” ამბობს, რომ მიწოდება მალე აღდგება
ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, რუსთავში, ერთ-ერთ ელექტროგადამცემ ხაზზე ავარიული შემთხვევის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა რუსთავის რამდენიმე საარჩევნო უბანს, თუმცა ოპერატიული რეაგირების შედეგად, საარჩევნო უბნების უმეტესობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა მალევე მოხერხდა.
„ამ დროისთვის, ელექტროენერგია არ მიწოდება მხოლოდ მე-14 და მე-15 საარჩევნო უბნებს. ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური მუშაობს საგანგებო რეჟიმში, მალე მოხდება ალტერნატიულ ელექტროგადამცემ ხაზზე გადართვა და მიეწოდება ელექტროენერგია აღნიშნულ უბნებს“, - ნათქვამია გავრცელებულ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































