რუსთავში რამდენიმე საარჩევნო უბანს დენი არ მიეწოდება. “ენეგრო-პრო” ამბობს, რომ მიწოდება მალე აღდგება

362

ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, რუსთავში, ერთ-ერთ ელექტროგადამცემ ხაზზე ავარიული შემთხვევის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა რუსთავის რამდენიმე საარჩევნო უბანს, თუმცა ოპერატიული რეაგირების შედეგად, საარჩევნო უბნების უმეტესობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა მალევე მოხერხდა.

„ამ დროისთვის, ელექტროენერგია არ მიწოდება მხოლოდ მე-14 და მე-15 საარჩევნო უბნებს. ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური მუშაობს საგანგებო რეჟიმში, მალე მოხდება ალტერნატიულ ელექტროგადამცემ ხაზზე გადართვა და მიეწოდება ელექტროენერგია აღნიშნულ უბნებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.