ლევან სამუშია: ზუგდიდში მე-17 უბანზე გადასატან ყუთთან დაკავშირებით დარღვევები გამოიკვეთა

293

პარტია ,,ლელო საქართველოსთვის” წევრის ლევან სამუშიას ინფორმაციით, ზუგდიდში მე-17 უბანზე გადასატან ყუთთან დაკავშირებით დარღვევის ფაქტები გამოიკვეთა. კერძოდ, გადასატანი ყუთის სიებში მითითებული პირები, რომლებიც თითქოს საჭიროებდნენ ყუთის ბინაზე მიტანას, სრულიად ჯანმრთელი აღმოჩნდნენ და საარჩევნო უბანზე მივიდნენ.

სამუშიას განმარტებით, გადასატან ყუთში აღნიშნული პირების ნაცვლად არჩევანი სხვამ გააკეთა, რის გამოც გადასატანი ყუთის გაბათილებას მოითხოვენ.

„გადასატანი ყუთის სიებში იყო 37 ადამიანი , რომლებიც თითქოს საჭიროებდნენ ყუთის ბინაზე მიტანას, თუმცა გადასატან ყუთში აღმოჩნდნენ სრულიად ჯანმრთელი ადამიანები, რომლებიც გამოცხადდნენ ადგილზე. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ გადასატან ყუთში მათ ნაცვლად ვიღაცამ დააფიქსირა არჩევანი. სამმა ადამიანმა ამ სიიდან მოითხოვა უბანზე ხმის მიცემა, რაც შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ამ ადამიანებმა დაწერეს საჩივარი, ეს არის პირდაპირი დარღვევა და პარტია” ლელო” მოითხოვს გადასატანი ყუთის გაბათილებას!”,- აღნიშნა ლევან სამუშიამ.