საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებით, მოუთმენლად ელოდებიან იხილონ ხმის დათვლისა და შედეგების გამოცხადების გამჭვირვალე, მშვიდი პროცესი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.
„დღეს ელჩი დეგნანი საელჩოს დამკვირვებელთა 45 ჯგუფთან ერთად საქართველოს მუნიციპალურ არჩევნებს აკვირდება. ჩვენ მოუთმენლად ველით, ვიხილოთ ხმის დათვლისა და შედეგების გამოცხადების გამჭვირვალე, მშვიდი პროცესი. ასევე, მიუხედავად გამარჯვებულების ვინაობისა, ველით ვალდებულების აღებას, რომ მმართველობისას ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესები იქნება გათვალისწინებული“, – ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.