დიდუბეში, 41-ე საარჩევნო უბანზე, მთაწმინდის ბიულეტენები აღმოჩნდა.
როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, ამასთან დაკავშირებით სამართალდარღვევის აქტი შედგა.
“შედგენილია სამართალდარღვევის აქტი, და ახსნა-განმარტებაც დაწერილია. საუბნო საარჩევნო კომისია იმსჯელებს აღნიშნულზე და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. კენჭისყრის პროცესი აღნიშნულ უბანზე გრძელდება“,-განაცხადა იოსელიანმა.