მისივე სიტყვებით, ადგილზე მყოფმა წალენჯიხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ვერ ახსნა, რამ გამოიწვია ეს სხვაობა.
“თუკი ისინი ვერ ახსნიან, რამ გამოიწვია ეს დარღვევა, უბანი უნდა დაიხუროს”, – განაცხადა ბელქანიამ, რომლის ინფორმაციითაც, ლელომ აღნიშნულზე საჩივარი უკვე დაწერა.
უბნის თავმჯდომარე დალი ზარქუა ადასტურებს, რომ ხელმოწერებს და ბიულეტენების რაოდენობას შორის არის სხვაობა, მაგრამ არა იმ რაოდენობით, როგორც ამას ოპოზიცია ირწმუნება. მისი სიტყვებით, შესაძლოა იყოს 5 ბიულეტენი. ის ოპოზიციის ბრალდებას აბსურდს უწოდებს და მიჩნია, რომ უბნის დახურვის საფუძველი არ არსებობს.
“ეს არის აბსურდი. ჩვენ გვაქვს 12:00 საათიანი გადათვლა. იყვნენ აქ ცესკოდან დამკვირვებლები. შემდეგ 14:00 საათზე მომდევნო გადათვლის დროს, ერთ-ერთმა დამკვირვებელმა ვითომ აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთ რეგისტრატორს ხან მეტი ჰქონდა ბიულეტენი, ხან ნაკლები. ერთი ვნახე მართლა გაფუჭებული, რომელსაც ყუა ჩამოვაჭერი და გადავდე. ამაზე უკვე მქონდა რეაგირება და ვუთხარი, რომ ეს არ იყო სახმაურო და დათვლის დროს გავარკვევდით. მაგრამ არ დაელოდნენ ამას, შემომივარდნენ, დამემუქრნენ უბნის დახურვით. გადაკეტეს კარები და ამომრჩევლები არ შემოუშვეს. ამ დროს განერვიულდა რეგისტრატორი და შეიძლება გაეპარა, სადღაც ხუთამდე ბიულეტენი”, – განაცხადა უბნის თავმჯდომარემ დალი ზარქუამ.
ამ მოთხოვნას თან ერთად, გაერთიანებულმა ოპოიციამ შეაჯამა არჩევნები. მათ დაგმეს ენგურის ხიდის დაკეტვა და აღნიშნეს, რომ არჩევნების დღეს საოკუპაციო ხაზის კვეთის შეზღუდვა სწორედ არჩევნების გაყალბებას უკავშირდება.