“ლელოს” განცხადებით, ზუგდიდში, მე – 17 საარჩევნო უბანზე გამოიკვეთა დარღვევის ფაქტები გადასატან ყუთთან დაკავშირებით. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
“გადასატანი ყუთის სიებში იყო 37 ადამიანი, რომლებიც თითქოს საჭიროებდნენ ყუთის ბინაზე მიტანას, თუმცა გადასატან ყუთში აღმოჩნდნენ სრულიად ჯანმრთელი ადამიანები, რომლებიც გამოცხადდნენ ადგილზე უბანზე. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ გადასტან ყუთში მათ ნაცვლად ვიღაცეებმა დააფიქსირეს არჩევანი. სამმა ადამიანმა ამ სიიდან მოითხოვა უბანზე ხმის მიცემა, რაც შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ამ ადამიანებმა დაწერეს საჩივარი, ეს არის პირდაპირი დარღვევა,” – განაცხადეს “ლელოში”.
“ლელოს” ზუგდიდის ორგანიზაცია მოითხოვს გადასატანი ყუთის მონაცემების გაბათილებას.