“ქართული ოცნების” მთვრალი აქტივისტები თელავში “ტვ პირველის” ჟურნალისტს, გიორგი ხუხიას თავს დაესხნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.
შემთხვევა 47-ე საარჩევნო უბნის წინ მოხდა. ადგილზე დაახლოებით 10 პირი იმყოფებოდა, რომლებიც ამომრჩევლებს მოუწოდებდნენ “ქართული ოცნებისთვის” მიეცათ ხმა.