ოზურგეთში საარჩევნო ნომერზე მეზობლების დავას ბიულეტენი შეეწირა

321

ფაქტი დღეს ოზურგეთში ქალაქის ერთ-ერთ  უბანზე მოხდა. შუახნის ქალბატონს, რომელსაც სახლში გადასატანი ყუთი მიუტანეს, მეზობელმა 25 ის ნაცვალ 41 შემოუხაზა. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს.

“ქალბატონს გადაადგილება არ შეეძლო და საარჩვენო ყუთი სახლში მიუტანეს. მასთან იმყოფებოდა მეზობელი, რომელსაც  ნომრის შემოხაზვაზე დახმარება სთხოვა.

ქალბატონმა დააფიქსირა, რომ ის ხმას პარტია “საქრთველოსთვის” აძლევდა, მეზობელმა კი მას 25-ის ნაცვლად 41 შემოუხაზა, რასაც მეზობლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

ქალბატონმა კატეგორიულად მოითხოვა, რომ გადაეხაზათ 41 და შემოეხაზათ  -25.

საბოლოო ჯამში, ბიულეტენში ორივე ნომერი დარჩა შემოხაზული, რასაც შედეგად, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო ბიულეტენის გაბათილება მოჰყვება.