ფოთში ოპოზიციის საერთო კანდიდატის გიგი უგულავას განცხადებით, წინასწარი მონაცემების მიხედვით, ფოთში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
როგორც უგულავამ ბრიფინგზე განაცხადა, ამ არჩევნებზე ოპოზიციას „შთამბეჭდავი შედეგი აქვს“.
„მინდა, ნიკა მელიას ძალიან შთამბეჭდავი შედეგი მივულოცო. თბილისში მეორე ტურია, ნიკა ლიდერობს და მინდა, მას წარმატება ვუსურო.
რაც შეეხება ფოთს, ჩვენი მონაცემებით, აქ მერის ნაწილში არის მეორე ტური. ახლა მიმდინარეობს დათვლის ეტაპი, მაგრამ წინასწარი მონაცემები, რაც...
ფოთში ოპოზიციის საერთო კანდიდატის გიგი უგულავას განცხადებით, ამ არჩევნებზე ოპოზიციას „შთამბეჭდავი შედეგი აქვს“, ხოლო ფოთში, წინასწარი მონაცემებით, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
„მინდა, ნიკა მელიას ძალიან შთამბეჭდავი შედეგი მივულოცო. თბილისში მეორე ტურია, ნიკა ლიდერობს და მინდა, მას წარმატება ვუსურო.
რაც შეეხება ფოთს, ჩვენი მონაცემებით, აქ მერის ნაწილში არის მეორე ტური. ახლა მიმდინარეობს დათვლის ეტაპი, მაგრამ წინასწარი მონაცემები, რაც გვაქვს, მეორე ტური გვექნება. რაც შეეხება...
მარნეულში "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატის, ახმედ იმამკულიევის ინფორმაციით, ყიზილაჯლოში "გირჩის" წარმომადგენელი ირაკლი ქველაძე ცემეს.
როგორც იმამკულიევი აცხადებს, ქველაძე თავის არეში მიყენებული დაზიანებებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
"სოფელ ყიზილაჯლოში 83-ე უბანზე 30 ზონდერჯგუფის, "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა ცემა ირაკლი ქველაძე, რომელიც საოლქოს წარმომადგენელია "გირჩის" პარტიიდან. ახლა საავადმყოფოში წევს და ექიმები მის მდგომარეობას იკვლევენ, ვიცით, რომ ცუდად არის. როგორც ვიცი, დაზიანებები აქვს თავის...
Edison Research-ის აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი, რობ ფარმანი აცხადებს, რომ ეგზიტპოლის ჩატარების დროს დაბრკოლებებს უქმნიდნენ და ძირითადად ხელს ცენტრალური საარჩევნო კომისია უშლიდათ, - ამის შესახებ მან ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში საუბრისას განაცხადა.
"იმაზე დიდი პრობლემა გვქონდა, ვიდრე წინა ეგზიტპოლების დროს. ძირითადად ხელს გვიშლიდა ცენტრალური საარჩევნო კომისია, მაგრამ სხვებიც გვიქმნიდნენ დაბრკოლებებს. დილით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიას გვითხრა, რომ არ გვქონდა იქ ყოფნის უფლება, სადაც ვიყავით....
ელექტროენერგია კვლავ ხდება არჩევნების დღეს სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მხრიდან მანიპულაციის თემა.
ცესკო-ს განმარტებით, კვლავ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხდება მასობრივად ელექტროენერგიის გათიშვა საარჩევნო უბნებზე, რაც, შესაძლოა, საარჩევნო პროცესის მიზანმიმართულად დაზიანების მცდელობას წარმოადგენდეს.
„გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისში დიდ საარჩევნო უბნებზე (იგულისხმება ამომრჩეველთა რაოდენობის თვალსაზრისით) ელექტროენერგია გათიშეს; აღნიშნული კი სიმართლეს არ შეესაბამება. ქუთაისში 2 საარჩევნო უბანს მხოლოდ რამდენიმე წუთი შეუწყდა ენერგომომარაგება. ელექტროენერგია ტექნიკური პრობლემის...
ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტის, ზვიად სურმანიძის განცხადებით, ოლქში 34 საჩივარი არის შესული.
მისი თქმით, საჩივრები პროცედურულ დარღვევებს უკავშირდება.
"საოლქო საარჩევნო კომისიაში 34 საჩივარი არის შემოსული, რომელიც პროცედურულ დარღვევებს ეხება, არცერთ საჩივრებში განსაკუთრებული დარღვევები არ ფიქსირდება. წუთი - წუთზე უბნები შედეგების დაჯამებას დაიწყებს, უახლოეს პერიოდში ველოდებით საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მოსვლას.
რაც შეეხება ხმის დათვლის პროცედურებს, წელს გვაქვს სიახლე, ხდება ხმის...
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში საია საზოგადოებას კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ 20 საათის მდგომარეობით არსებულ ინფორმაციას გააცნობს. საიას დამკვირვებლების მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მოგაწოდებთ ინფორმაციას უბნების დახურვისა და ხმის დათვლის პროცედურის დაწყების, ასევე იმ ტენდენციების შესახებ, რომლებიც გამოვლინდა კენჭისყრის დღის მეორე ნახევარში საარჩევნო უბნებსა და გარე პერიმეტრებზე.
კვლავ გრძელდება პერიმეტრზე დაწესებული რეგულაციების დარღვევა, ამომრჩევლის ნების კონტროლი, მარკირების წესების...
ძალიან მნიშვნელოვანია, დედაქალაქმა თქვა ჩვენი სიტყვა. ხალხი გამოვიდა და „ქართული ოცნება“ დაამარცხა, - ამის შესახებ „დროას“ თავმჯდომარემ, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ძალიან მალე თბილისს კოალიციური მმართველობა ეყოლება.
„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, კოალიციამ დაამარცხა „ქართული ოცნება“ დედაქალაქში. ახლა ჩვენი ყველას ამოცანა არის, რომ დავიცვათ ხმები უახლოესი 2 საათის განმავლობაში. წარმომიდგენია აღელვებული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. ამიტომ, ჩვენ ახლა ყველა უბანზე ვიცავთ...
„ქართული ოცნება” თბილისში დამარცხდა, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციამ მიზანს მიაღწია, თბილისში იწყება ცვლილებები, - ასე ეხმაურება „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ეგზიტპოლების შედეგებს.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დღევანდელი არჩევნებით ოპოზიციამ ვადამდელი საპარლამენტო, სრულად პროპორციული არჩევნები მოიპოვა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ცოტა ხანში, ჩვენ ანალოგიურ ინფორმაციას მივიღებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ნიშნავს, რომ იქნება მეორე ტური და კიდევ უფრო გაუმჯობესდება ოპოზიციის შედეგი საქართველოში, მთელი ქვეყნის...
მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში ოპოზიციამ გაიმარჯვა, მე არ ვთვლი, რომ ეს არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.
ამასთან, ზურაბ ჯაფარიძე იმედს გამოთქვამს, რომ დასავლელი დამკვირვებლები დარღვევებთან დაკავშირებით შესაბამის შეფასებებს გააკეთებენ.„მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვა დედაქალაქში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, მე არ ვთვლი, რომ ეს...
კახა კალაძე გამარჯვებას ზეიმობს და თბილისელებს მადლობას უხდის. კალაძემ გაიმეორა ღარიბაშვილის გამონათქვამი, რომ მომდევნო არჩევნები ქვეყანაში 2024 წელს ჩატარდება.
რაც შეეხება კითხვას ეგზიტპოლებზე, რომელიც კრიტიკული მედიების დაკვეთით ჩატარდა და რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ დედაქალაქში მეორე ტურები გარდაუვალია, კალაძემ ასე უპასუხა: "თუ არ გჯერათ ჩვენი ეგზიტპოლის შედეგი, შეგიძლიათ დაელოდოთ ცესკოს მონაცემებს"
"ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ საკადრისი პასუხი გასცა რევანშს მოწყურებულ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ჩვენს...
ფორმულას დაკვეთით შესრულებული Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, პარტიების შედეგები პროპორციულ ნაწილში თბილისის მასშტაბით ასე გადანაწილდა:
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო N41 - 41%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა N5 - 31%
საქართველოსთვის - N25 - 7%
გირჩი - მეტი თავისუფლება - N45 - 5%
ევროპული საქართველო N2 - 2%
ლელო N9 - 3%;
ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები N7 - 2%;
დროა N32 - 2%;
გირჩი N36 - 2%;
ლეიბორისტული პარტია N10 - 1%;
მესამე ძალა...
ეს ეგზიტპოლები ჩვენთვის არ არის დამაჯერებელი, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა ანა ბუჩუკრმა განაცხადა.
“სისტემური მუქარისა და ზეწოლის 100-ზე მეტი ფაქტია დაფიქსირებული. შესაბამისად, ეს ეგზიტპოლები ჩვენთვის არ არის დამაჯერებელი. რადგან შიშისა და მუქარის გამო ადამიანებს შეზღუდული აქვს ღიად გამოხატონ ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენ დაველოდებით ცესკოს ოფიციალურ შედეგებს”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
ტყიბულში, N24 სოფელ ოჯოლის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა არჩევნების მიმდინარეობისას კომისია დროებით დატოვა და ისევ დაბრუნდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" „სტრატეგია აღმაშენებლის“ ტყიბულის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და საკრებულოს წევრობის კანდიდატმა დავით კაკაურიძემ განუცხადა, კომისიის წევრმა საარჩევნო უბანი უკანონოდ დატოვა, რის გამოც მას განმარტება მოთხოვეს.
ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიაში აღნიშნული ფაქტი დაადასტურეს და აცხადებენ, რომ კომისიის წევრს საარჩევნო უბნის დატოვების უფლება არ ჰქონდა. ასევე განმარტავენ, რომ...
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპონენტებს მიმართა და განაცხადა, რომ დღეს ქვეყანაში პოლარიზაცია დასრულდა.
როგორც ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისთან მოწყობილ სცენაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ხვალიდან სიმშვიდის და სტაბილურობის ხანა უნდა დაიწყოს.
„მინდა მივმართო ჩვენს ოპონენტებს - დღეს ქვეყანაში დავასრულეთ პოლარიზაცია. დღეს დავასრულეთ სიძულვილის და სიცრუის ეპოქა, ხვალიდან უნდა დაიწყოს სიმშვიდის, განვითარების, სტაბილურობის ხანა. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ მშვიდობას და სტაბილურობას“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
“ქართული...
ზუგდიდის #17 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის მონაცემები გაბათილდა, - ამის შესახებ უბნის თავმჯდომარემ უბნის დახურვის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დღეს მომხდარი ინციდენტის გამო გადასატანი ყუთი გაბათილდება და ის გაუხსნელად ცესკოში გადაინაცვლებს.
გადასატანი ყუთის ბათილად ცნობას „ლელოს“ დამკვირვებელი კესო წულაია ითხოვდა. როგორც კესო წულაია ამბობს, გადასატანი ყუთის სიაში რეგისტრირებული 37 პირის ბიულეტენი ყუთში იყო, თუმცა რამდენიმე მოქალაქეს გადასატანი ყუთით არ უსარგებლია.
„37...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































