ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტის, ზვიად სურმანიძის განცხადებით, ოლქში 34 საჩივარი არის შესული.
მისი თქმით, საჩივრები პროცედურულ დარღვევებს უკავშირდება.
“საოლქო საარჩევნო კომისიაში 34 საჩივარი არის შემოსული, რომელიც პროცედურულ დარღვევებს ეხება, არცერთ საჩივრებში განსაკუთრებული დარღვევები არ ფიქსირდება. წუთი – წუთზე უბნები შედეგების დაჯამებას დაიწყებს, უახლოეს პერიოდში ველოდებით საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მოსვლას.
რაც შეეხება ხმის დათვლის პროცედურებს, წელს გვაქვს სიახლე, ხდება ხმის დათვლის ვიდეოფიქსაცია,შესაბამისად, ყველაფერი გამოქვეყნდება ცესკოს ვებ-გვერდზე”,- განაცხადა ზვიად სურმანიძემ.