ანა ბუჩუკური: ეს ეგზიტპოლები ჩვენთვის არ არის დამაჯერებელი

531

ეს ეგზიტპოლები ჩვენთვის არ არის დამაჯერებელი, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა ანა ბუჩუკრმა განაცხადა.

“სისტემური მუქარისა და ზეწოლის 100-ზე მეტი ფაქტია დაფიქსირებული. შესაბამისად, ეს ეგზიტპოლები ჩვენთვის არ არის დამაჯერებელი. რადგან შიშისა და მუქარის გამო ადამიანებს შეზღუდული აქვს ღიად გამოხატონ ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენ დაველოდებით ცესკოს ოფიციალურ შედეგებს”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.