ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისია: საუბნო კომისიის წევრი ძროხის დასაბმელად სახლში წავიდა და კომისიაში მალევე დაბრუნდა

454

ტყიბულში, N24 სოფელ ოჯოლის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა არჩევნების მიმდინარეობისას კომისია დროებით დატოვა და ისევ დაბრუნდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” „სტრატეგია აღმაშენებლის“ ტყიბულის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და საკრებულოს წევრობის კანდიდატმა დავით კაკაურიძემ განუცხადა, კომისიის წევრმა საარჩევნო უბანი უკანონოდ დატოვა, რის გამოც მას განმარტება მოთხოვეს.

ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიაში აღნიშნული ფაქტი დაადასტურეს და აცხადებენ, რომ კომისიის წევრს საარჩევნო უბნის დატოვების უფლება არ ჰქონდა. ასევე განმარტავენ, რომ კომისიის წევრი არის სოფლად მცხოვრები მარტოხელა მამაკაცი და სახლში ძროხის დასაბმელად წავიდა და მალევე დაბრუნდა საარჩევნო კომისიაში.