კალაძე: თუ არ გჯერათ, დაელოდეთ ცესკოს მონაცემებს

293

კახა კალაძე გამარჯვებას ზეიმობს და თბილისელებს მადლობას უხდის. კალაძემ გაიმეორა ღარიბაშვილის გამონათქვამი, რომ მომდევნო არჩევნები ქვეყანაში 2024 წელს ჩატარდება.

რაც შეეხება კითხვას ეგზიტპოლებზე, რომელიც კრიტიკული მედიების დაკვეთით ჩატარდა და რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ დედაქალაქში მეორე ტურები გარდაუვალია, კალაძემ ასე უპასუხა: “თუ არ გჯერათ ჩვენი ეგზიტპოლის შედეგი, შეგიძლიათ დაელოდოთ ცესკოს მონაცემებს”

​”ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ საკადრისი პასუხი გასცა რევანშს მოწყურებულ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს ძალადობითა და არეულობით ემუქრებოდნენ. დღევანდელი დღე გახდება საქართველოს მშვიდობიანი განვითარების მყარი საფუძველი.

შეგახსენებთ, რომ შემდეგი არჩევნები საქართველოში 2024 წელს ჩატარდება, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა სრულად დავუთმოთ ჩვენი პოლიტიკური სპექტრის თვისებრივ გაჯანსაღებას, ეკონომიკის განვითარებას, ჩვენი მოქალაქეების სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და სხვა სახელმწიფოებრივი ამოცანების შესრულებას”,- თქვა კახა კალაძემ.