ახმედ იმამკულიევი: სოფელ ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა „გირჩის“ წევრი ცემეს

342

მარნეულში “ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატის, ახმედ იმამკულიევის ინფორმაციით, ყიზილაჯლოში “გირჩის” წარმომადგენელი ირაკლი ქველაძე ცემეს.

როგორც იმამკულიევი აცხადებს, ქველაძე თავის არეში მიყენებული დაზიანებებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

“სოფელ ყიზილაჯლოში 83-ე უბანზე 30 ზონდერჯგუფის, “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ცემა ირაკლი ქველაძე, რომელიც საოლქოს წარმომადგენელია “გირჩის” პარტიიდან. ახლა საავადმყოფოში წევს და ექიმები მის მდგომარეობას იკვლევენ, ვიცით, რომ ცუდად არის. როგორც ვიცი, დაზიანებები აქვს თავის არეში.

დაპირისპირება მოჰყვა იმას, რომ ეს ახალგაზრდა მივიდა უბანზე, როცა აყალბებდნენ არჩევნებს, ის ხელს უშლიდა გაყალბებას, მაგრამ არ დაიზარეს და ეს ერთი ბიჭი 30-მა კაცმა ცემა”, – განაცხადა იმამკულიევმა.