პარლამენტის ბიუროს 2022 წლის სახელწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია წარედგინა. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი 1360-გვერდიანი დოკუმენტია.
როგორც პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განმარტა, ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს მომავალი წლისთვის მშს-ს 6%-იან ზრდას. მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილია 4.4%-იან ზრდაზე. 2022 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 18 მილიარდ 400 მილიონზე მეტი დაიხარჯება.
კოვზანაძის განცხადებით, ბიუჯეტში გათვალისწინებულია პენსიების ზრდა 20 და 25 ლარით, ასაკის შესაბამისად. ასევე ხელფასების...
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მობილური ბრიგადები რეგიონებში სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში გაიგზავნება, რათა აცრის მსურველ მოქალაქეებს სერვისი ადგილზე მიეწოდოს.
როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ჯერჯერობით არ განხილულა საკითხი, რომ ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.
„აცრების ინტენსივობის გაზრდისა და ვაქცინაციაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, მობილური ბრიგადები გაიგზავნება სხვადასხვა რეგიონების სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში, რათა აცრის მსურველ მოქალაქეებს...
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას და საქართველოს პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს გამყოფ ხაზთან მდებარე 116-ივე სოფლისთვის სპეციალური დასახლების სტატუსის მინიჭების ინიციატივით მიმართა.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საჭიროა დამატებითი ძალისხმევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად. ადგილობრივ დონეზე გასაწევ ძალისხმევასთან ერთად, მნიშვნელოვანია, საკითხის საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეზე მოწესრიგება.
„საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების აღმოფხვრის...
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდა. ამის მიზეზად "ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციები" სახელდება. კერძოდ, საბჭოს გადაწყვეტილებით:
კვების ობიექტების მუშაობა ხვალიდან, 6 სექტემბრიდან 1 საათით გახანგრძლივდება და ისინი 22:00 საათის ნაცვლად, მუშაობას 23:00 საათამდე შეძლებენ;
იხსენება კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა და მათი ჩატარება შესაძლებელი იქნება არსებული რეგულაციების დაცვით.
გარდა ამისა, დღეს ცნობილი გახდა, რომ 9 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო...
ქალაქ ბოლნისის N1 საბავშვო ბაღის შენობას გამაგრებითი სამუშაოები უტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინოფრმაციაშია აღნიშნული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ ბაღის შენობის გამაგრების პროექტზე დაიწყო მუშაობა.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ქალაქ ბოლნისის N1 საბავშვო ბაღის შენობაზე, ბოლო წლების განმავლობაში, ბზარების მატება დაფიქსირდა, ლევან სამხარაულის სახელობის...
მე უფრო ასე გავიგე ეს განცხადება, რომ ბატონი რიში იმედგაცრუებულია ოპოზიციის მიერ მიღებული შედეგებით, ვინაიდან ამ არჩევნებში საარჩევნო კანონმდებლობის თვალსაზრისით და საარჩევნო გარემოს გათვალისწინებით, ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა, კონკურენტულ რეჟიმში მიეღო მეტი მხარდაჭერა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა სენატორ რიშის განცხადებას, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები დაუჯერებლად იმედგამაცრუებელია.
თალაკვაძის თქმით, ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების"...
წინა სტატია
არც ჩვენ დავახევთ კალთებს გახარიას თანამშრომლობისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც არჩევნების მეორე ტურზე მხარს არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერს.
მდინარაძე დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ მეორე ტურში გაიმარჯვეს.
„არც ჩვენ დავახევთ კალთებს გიორგი გახარიას თანამშრომლობისთვის. მინდა მივმართო როგორც მის, ასევე ნებისმიერ ამომრჩეველს,...
საქართველოში პროპორციული კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების 27% (1,005 ოქმი) შეცდომითა არის დაჯამებული - ინფორმაციას გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფი, "აი ფაქტი" ავრცელებს.
მათი ცნობით, სულ გადათვალეს 3,743 უბნის შემაჯამებელი ოქმი - უბნების 100%.
"აი, ფაქტმა" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული კენჭისყრის ოქმებიც გადათვალა. მაშინ დისბალანსი ვიპოვეთ ოქმების 26 პროცენტში.
ჩვენ გადათვლისას გავითვალისწინეთ შემაჯამებელი ოქმების შესწორების ოქმებიც, ზოგიერთ შემთხვევაში ბალანსი მაინც ვერ ჯდებოდა.
ჩვენი გადათვლის მეთოდი ასეთია: პარტიების/კანდიდატების ხმებს + ბათილი...
მზად ვარ, ჩემი თავგანწირვით მაინც დავამტკიცო, რომ საქართველოსთვის ღირს სიცოცხლეც და სიკვდილიც, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი. წერილი მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა და მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ რამდენიმე წუთის წინ, რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ გაასაჯაროვა.
წერილში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს და ცუდად გახდომის შემთხვევაში, სამედიცინო ჩარევა ციხის ექიმებსაც აუკრძალა.
მე მინდა, საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ...
თუ ნიკა მელია კენჭისყრამდე არ გაიხმობს საკუთარ განცხადებას უკან და ამაზე პოლიტიკურ განცხადებას არ გააკეთებს, რომ მას სურს მანდატის შენარჩუნება, ჩვენ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხზე კენჭისყრა დღეს, ნაშუადღევს ჩატარდება.
„პარლამენტმა ერთხელ უკვე მიიღო კონსტრუქციული და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით და უარი თქვა მანდატების მასობრივ შეწყვეტაზე, რასაც შემდეგ მოჰყვა მოლაპარაკება და ის შედეგი, როცა...
საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარებულ, ადგილორივი თვითმმართველობის არჩვენებს აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის რესპუბლიკელი წევრი, სენატორი ჯიმ რიში ეხმაურება. მისი განცხადებით, არჩევნებით "იმედგაცრუებულია და ის წარმოუდგენლად დრამატული იყო".
"საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებას მიაქცევს არჩევნების მეორე ტურებს", - აცხადებს რიში და შეშფოთებას გამოთქვამს ამომრჩევლის მოსყიდვისა და დაშინების ფაქტებზეც.
"შეშფოთებული ვარ ამომრჩეველთა დაშინებისა და მოსყიდვის შესახებ გავრცელებული ცნობებით. ვინაიდან საქართველოს მთავრობა ატარებს არჩევნების მეორე ტურებს, მან უნდა...
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას გამოეხმაურა.
ტვიტერზე მან დაწერა:
"მივესალმები ყველა ქართველს, რომელმაც ადგილობრივ არჩევნების პირველ ტურში თავისი არჩევანი გააკეთა. მნიშვნელოვანია, რომ ახლა ქვეყნის ფოკუსი დაუბრუნდეს სიღრმისეულ სტრუქტურულ რეფორმებს, როგორც ეს არის გაწერილი 19 აპრილის შეთანხმებაში, განსაკუთრებით კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის სფეროში".
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს ჩატარდა.
იმის მაგივრად, რომ მერობის კანდიდატი იმ ყოფილ პრეზიდენტს გვერდით ეჯდეს, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ აწყობს აქციას, ამაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ის და მისი პარტია ყოველთვის იქნება რადიკალიზაციისა და ძალაუფლების კონცენტრაციის წინააღმდეგი.
„მე ვასრულებ ჩვენი ამომრჩევლის, საქართველოს მოქალაქის მითითებას, განსაკუთრებით, ამ მუნიციპალური არჩევნების შემდეგ. ჩვენ ყოველთვის და ღიად წინააღმდეგი ვიქნებით რადიკალიზაციის, ძალაუფლების კონცენტრაციის და იმ...
არჩევნების წინა დღეს ჩვენ ვიხილეთ უგასაოცრესი მასკარადი, ეს მოხდა სიმბოლურად პირველ ოქტომბერს, არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე. ეს იყო წარსულის ორი პოლიტიკური პარტიის მიერ დაგეგმილი ერთობლივი სპეცღონისძიება, რომლის მიზანი იყო შეცდომაში შეეყვანათ ჩვენი ამომრჩევლები ,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე შეფასებით, ამ „მასკარადის მოწყობით“, „ქართულმა ოცნებამ“, ფაქტობრივად, გააცოცხლა „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის აქტუალურობა სულ უფრო და უფრო დაკარგული იყო.
ამასთანავე, გიორგი გახარიამ საკუთარ...
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებით, არჩევნების მეორე ტურზე მხარს არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერენ.
როგორც გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, მის პარტიას მხარდაჭერა სწორედ იმ მოქალაქეებმა გამოუცხადეს, რომლებსაც ქვეყანაში აღნიშნული ორივე „რადიკალური ძალის“ დასრულება სურს.
„ჩვენი ამომრჩეველი არის გონიერი ამომრჩეველი, რომელმაც იმ ნაბიჯით, რომ ჩვენ დაგვიჭირა მხარი, ფაქტობრივად, თქვა, რომ ის არის წინააღმდეგი რადიკალიზაციის, ის არის წინააღმდეგი ძალაუფლების კონცენტრაციის და ის არის მომხრე...
დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ და კენჭს უყრიან.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე მელიას წერილობითი განცხადება უკვე განიხილა და მიიჩნია, რომ მელიას ვადამდე პარლამენტის წევრის უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.
ამასთან, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პლენარულ სხდომამდე მმართველი გუნდი ფრაქციის ფორმატში იმსჯელებს და ის, თუ როგორი იქნება პარლამენტის გადაწყვეტილება კენჭისყრის შედეგად გამოჩნდება.
პარტია "ნაციონალური მოძრაობის"...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































