შარლ მიშელი: ახლა საქართველო უნდა დაუბრუნდეს სიღრმისეულ სტრუქტურულ რეფორმებს, როგორც ეს 19 აპრილის შეთანხმებაშია გაწერილი

454

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას გამოეხმაურა.

ტვიტერზე მან დაწერა:

“მივესალმები ყველა ქართველს, რომელმაც ადგილობრივ არჩევნების პირველ ტურში თავისი არჩევანი გააკეთა. მნიშვნელოვანია, რომ ახლა ქვეყნის ფოკუსი დაუბრუნდეს სიღრმისეულ სტრუქტურულ რეფორმებს, როგორც ეს არის გაწერილი 19 აპრილის შეთანხმებაში, განსაკუთრებით კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის სფეროში”.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს ჩატარდა.