დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ და კენჭს უყრიან.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე მელიას წერილობითი განცხადება უკვე განიხილა და მიიჩნია, რომ მელიას ვადამდე პარლამენტის წევრის უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.
ამასთან, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პლენარულ სხდომამდე მმართველი გუნდი ფრაქციის ფორმატში იმსჯელებს და ის, თუ როგორი იქნება პარლამენტის გადაწყვეტილება კენჭისყრის შედეგად გამოჩნდება.
პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ საკუთარი სურვილით სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის თაობაზე განცხადება 29 ივლისს მას შემდეგ გააკეთა, რაც მმართველმა გუნდმა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. წერილობითი განცხადება კი პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე 3 აგვისტოს წარადგინა.