საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარებულ, ადგილორივი თვითმმართველობის არჩვენებს აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის რესპუბლიკელი წევრი, სენატორი ჯიმ რიში ეხმაურება. მისი განცხადებით, არჩევნებით “იმედგაცრუებულია და ის წარმოუდგენლად დრამატული იყო”.
“საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებას მიაქცევს არჩევნების მეორე ტურებს”, – აცხადებს რიში და შეშფოთებას გამოთქვამს ამომრჩევლის მოსყიდვისა და დაშინების ფაქტებზეც.
“შეშფოთებული ვარ ამომრჩეველთა დაშინებისა და მოსყიდვის შესახებ გავრცელებული ცნობებით. ვინაიდან საქართველოს მთავრობა ატარებს არჩევნების მეორე ტურებს, მან უნდა განიხილოს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ ხაზგასმული საკითხები, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული ძალადობა და არათანაბარი პირობები მართველი პარტიის ოპონენტი პარტიებისთვის. სამართლიანი და ღია საარჩევნო პროცესი ძლიერი დემოკრატიის ნიშანია” – აცხადებს რიში.