პარლამენტის ბიუროს 2022 წლის სახელწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია წარედგინა. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი 1360-გვერდიანი დოკუმენტია.
როგორც პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განმარტა, ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს მომავალი წლისთვის მშს-ს 6%-იან ზრდას. მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილია 4.4%-იან ზრდაზე. 2022 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 18 მილიარდ 400 მილიონზე მეტი დაიხარჯება.
კოვზანაძის განცხადებით, ბიუჯეტში გათვალისწინებულია პენსიების ზრდა 20 და 25 ლარით, ასაკის შესაბამისად. ასევე ხელფასების ზრდა გარკვეული კატეგორიის მასწავლებლებისთვის.
ბიუჯეტის პროექტს თავდაპირველად პარლამენტის ყველა კომიტეტი და ფრაქცია განიხილავს. 18 ოქტომბერს კი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი შემაჯამებელ სხდომას გამართვას. ამის შემდეგ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით, პარლამენტის შენიშვნებითა და რეკომენდაციებით მთავრობას უკან დაუბრუნდება.