ბოლნისის N1 საბავშვო ბაღის შენობას გამაგრებითი სამუშაოები უტარდება

338

ქალაქ ბოლნისის N1 საბავშვო ბაღის შენობას გამაგრებითი სამუშაოები უტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინოფრმაციაშია აღნიშნული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ ბაღის შენობის გამაგრების პროექტზე დაიწყო მუშაობა.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ქალაქ ბოლნისის N1 საბავშვო ბაღის შენობაზე, ბოლო წლების განმავლობაში, ბზარების მატება დაფიქსირდა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ ბაღის შენობის გამაგრების პროექტზე დაიწყო მუშაობა.

პროექტის ფარგლებში, შენობის საძირკველი გამაგრდა, ამ ეტაპზე კი კედლების გამაგრება და არმირება მიმდინარეობს, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ბაღის ფასადის რეაბილიტაციაც განხორციელდება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი კონსტანტინე კორძაძე ადგილზე გაეცნო.

პროექტის ღირებულება 197 700 ლარს შეადგენს და მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება“,-ნათქვამია ინფორმაციაში.