“აი, ფაქტი”: საქართველოში პროპორციული კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების 27% შეცდომითაა დაჯამებული

361

საქართველოში პროპორციული კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების 27% (1,005 ოქმი) შეცდომითა არის დაჯამებული – ინფორმაციას გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფი, “აი ფაქტი” ავრცელებს.

მათი ცნობით, სულ გადათვალეს 3,743 უბნის შემაჯამებელი ოქმი – უბნების 100%.

“აი, ფაქტმა” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული კენჭისყრის ოქმებიც გადათვალა. მაშინ დისბალანსი ვიპოვეთ ოქმების 26 პროცენტში.

ჩვენ გადათვლისას გავითვალისწინეთ შემაჯამებელი ოქმების შესწორების ოქმებიც, ზოგიერთ შემთხვევაში ბალანსი მაინც ვერ ჯდებოდა.

ჩვენი გადათვლის მეთოდი ასეთია: პარტიების/კანდიდატების ხმებს + ბათილი ბიულეტენების რაოდენობას ვადარებდით უბანზე გამოცხადებული ამომრჩევლების საერთო რაოდენობას”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ცესკოს ინფორმაციით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 815 776 -მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის  51.92%-ია.