გახარია: ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ უსუსურ „ოცნებას“ შესაძლებლობა მივეცით, ქვეყანა იმ მდგომარეობამდე მიეყვანა, როცა დღეს „ნაცმოძრაობა“ მიტინგს აწყობს

263

იმის მაგივრად, რომ მერობის კანდიდატი იმ ყოფილ პრეზიდენტს გვერდით ეჯდეს, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ აწყობს აქციას, ამაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ის და მისი პარტია ყოველთვის იქნება რადიკალიზაციისა და ძალაუფლების კონცენტრაციის წინააღმდეგი.

„მე ვასრულებ ჩვენი ამომრჩევლის, საქართველოს მოქალაქის მითითებას, განსაკუთრებით, ამ მუნიციპალური არჩევნების შემდეგ. ჩვენ ყოველთვის და ღიად წინააღმდეგი ვიქნებით რადიკალიზაციის, ძალაუფლების კონცენტრაციის და იმ უნამუსო გაყალბების, ჩვენი საქართველოს მოქალაქეების ხმების მოპარვის და შესყიდვის, რომელიც, სამწუხაროდ, ამ მუნიციპალურ არჩევნებზე გამოვლინდა. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ უსუსურ „ოცნებას“ აქამდე მივეცით შესაძლებლობა, რომ ქვეყანა იმ მდგომარეობამდე მიეყვანა, რომ დღეს „ნაცმოძრაობა“ მიტინგს აწყობს, იმის მაგივრად, რომ მერობის კანდიდატი იმ ყოფილ პრეზიდენტს გვერდით ეჯდეს, დღეს ისინი აწყობენ აქციას -ამაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას“,- განაცხადა გახარიამ.