ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, პანდემიასთან დაკავშირებული თანხების შემცირება პანდემიის დონის შემსუბუქებით და შესაბამისად, ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვის შემცირების მოლოდინით ახსნა.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„პანდემიასთან დაკავშირებული თანხები და ასევე პანდემიის სიმძიმე გამომდინარე იქიდან, რომ წელს ჩვენ გვაქვს ინტენსიური ვაქცინაცია, უნდა შემცირდეს. ასევე, ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვის შემცირების მოლოდინიც გვაქვს. ძირითადი რესრუსი, რომლის მობილიზება...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში პირველადი ჯანდაცვის ექიმების მეტად აქტიურ ჩართვაზე მუშაობა მიმდინარეობს.
გაბუნია ასევე გამოეხმაურა ვაქცინაციის ტემპის შენელებას, თუმცა, როგორც მან განმარტა, აღნიშნულთან დაკავშირებით, საბჭოს დღევანდელ სხდომაზე არ უმსჯელიათ.
„დღეს ვაქცინაციის საბჭოზე ვაქცინაციის ტემპის გაზრდასთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა, რეკომენდაციები ამასთან დაკავშირებით საბჭომ არაერთხელ გასცა. ახლა მიმდინარეობს მუშაობა პირველადი ჯანდაცვის ექიმების მეტად აქტიურ ჩართვაზე ვაქცინაციის პეროცესში,...
პარტია „საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ სთავაზობს საკრებულოების თავმჯდომარეებთან დაკავშირებით ღია სამმხრივი მოლაპარაკებები გამართონ.
როგორც პარტიის ლიდერმა გიორგი გახარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როგორც „ქართული ოცნება”, ისე „ნაციონალური მოძრაობა” მის პარტიას ფარული მოლაპარაკებების ფარგლებში სთავაზობს, რომ საკრებულო მათთვის მისაღები კანდიდატებით დაკომპლექტდეს.
გახარიას თქმით, მისი პარტია არცერთი მუნიციპალიტეტის დონეზე კოალიციის შექმნას არ აპირებს.
„ვთავაზობთ ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს, რომლის მიზანით იქნება დაბალანსებული...
ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" ხელძღვანელის ხათუნა სამნიძის აზრით, ქალაქების მმართველობაში კოალიციური მთავრობის შექმნა განხორციელებადი ინიციატივაა.
ხათუნა სამნიძის განცხადებით, საზოგადოების ძირითადი დაკვეთა სწორედ დიალოგი, თანამშრომლობა, კოალიციური მთავრობის შექმნაა და როცა ამომრჩეველი დაიჯერებს, რომ ეს ასე გაკეთდება, გაუჩნდება მოტივაცია, არჩევნებზე მივიდეს და ოპოზიციურ კანდიდატს მისცეს ხმა.
"მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამ და მისმა პატიმრობამ არჩევნების შედეგებზე გავლენა უკვე იქონია. არჩევნებამდე ორი დღით ადრე...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმუნიზაციასთან დაკავშირებული ე.წ. მარათონი 49 სოფელში ჩატარდება, სადაც 160-170 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.
როგორც გამყრელიძე განმარტავს, თითოეულ სოფელზე მიმაგრებული იქნება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, რომელიც აღნიშნულ პროცესს კოორდინაციას გაუწევს.
„15 ან 18 ოქტომბრიდან ვიწყებთ ე.წ. მარათონს, ანუ კვირეულს. ჩვენ გვექნება გუბერნატორებთან და მერებთან შეხვედრა. 49 სოფელი აირჩა საბოლოოდ, თავიდან 67 იყო, მაგრამ ამოვიღეთ ის ადგილი, სადაც...
ბოლო 3 დღეა შეიმჩნევა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.
"ძალიან საყურადღებო და გასათვალისწინებელი მიმდინარეობაა, იცით, რომ ეპიდსიტუაცია სტაბილურად უმჯობესდებოდა ქვეყანაში და ყველა მაჩვენებლი იკლებდა ბოლო თითქმის ერთი თვეა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, სიკვდილიანობაც წამოვიდა ქვემოთ. ბოლო 3 დღეა შეიმჩნევა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია. ძალიან გთხოვთ, ამას ხაზი გაუსვათ, ბოლო 3 დღეა უკვე წინა ორ კვირასთან...
ფოთის მერობის კანდიდატს, გიგი უგულავას, კორონავირუსი დაუდასტურდა, - უგულავამ ამის შესახებ პოსტი საკუთარ ფესიბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.
"დამიდასტურდა კოვიდი. ძალიან უდროო დროს კი დამატყდა. კარგად ვარ. აცრილიც ვარ. გამოჯანმრთელებამდე ფოთის კამპანიაში ონლაინ მივიღებ მონაწილეობას. იმედი მაქვს 10 დღეში დავდგები ფეხზე. არცერთი დღე არაა დასაკარგი. გამარჯვება ახლოსაა. მას გაფორმება სჭირდება.ჩემზე არ იდარდოთ. ახლა მიშაა მისახედი ციხეში", - ვკითხულობთ გიგი უგულავას ფეისბუქ პოსტში.
„ტვ პირველის" ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერმინისტრის პოსტზე ინფასტრუქტურის მოქმედი მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ჩაანაცვლებს. „ტვ პირველის" ცნობით, მათი სანდო წყარო მმართველი პარტიიდანაა.
მათივე ცნობით, წყარო "ქართული ოცნებიდან" ამტკიცებს, რომ პარტია რეგიონებში მარცხზე პასუხისმგებლობას სწორედ ღარიბაშვილს აკისრებს. ამას ემატება საერთაშორისო სკანდალში გახვევა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ქუთაისში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი, იოსებ ხახალეიშვილი წინასაარჩევნო კამპანიას კანონდარღვევით ატარებს და საჯარო მოხელეებს აშინებს.
როგორც "მთავარი არხი" იუწყება, სახელისუფლებო პარტიის მერობის კანდიდატმა, კანონდარღვევით საკრებულოს დარბაზში თათბირი გამართა და თანამშრომლებს უთხრა, რომ მას არჩევნებში ხმა თანამშრომლებმა არ მისცეს, რასაც მერად არჩევის შემდეგ გაითვალისწინებს.
"პარტია შემოხაზეთ და მე არა, გუნდმა მიღალატეთ, აუცილებლად გავითვალისწინებ,"- უთხრა ხახალეიშვილმა თანამშრომლებს თათბირზე.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ფაქტი...
მეორე ტურის წინ ავთანდილ თალაკვაძე ამომრჩევლებს პირდება, რომ მოადგილე ქალი ეყოლება. ამის შესახებ თალაკვაძე მისივე მიმართვაში წერს, რომლითაც მხარდამჭერებს და ოზურგეთელებს მიმართავს:
"ჩვენ უკვე დავიწყეთ მზადება მეორე ტურისთვის: გავაკეთეთ თითოეული უბნის მიხედვით შედეგების ანალიზი; ჩავატარეთ და წარმატებით განვაგრძობთ მნიშვნელოვან სამუშაო შეხვედრებს მხარდაჭერის გასაზრდელად; უკვე დაიწყო მომავალი თანამშრომლობის საკითხების განხილვა ახალგაზრდებთან, პროფესიულ წრეებთან და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან; დამატებით დროში პირადად შევხვდებით...
"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, ბოლო 2 თვეში "ქართული ოცნების" დაფინანსება ₾8 მილიონამდე გაიზარდა, ზოგმა შემომწირველმა კი თანხა ზედიზედ ორჯერ გადაიხადა.
ორგანიზაცია წერს, რომ წინასაარჩევნოდ, სექტემბერში პარტიას ₾3.7 მილიონი შესწირეს. სექტემბრის თვის შემომწირველებს შორის მრავლად არიან ისეთი პირები, რომელთა კომპანიებიც ძვირადღირებულ ტენდერებში, ხშირად უკონკურენტოდ იმარჯვებენ.
ასეთი კომპანიებს მიეკუთვნება შპს საგზაო სამშენებლო სამმართველო N1 და N2, რომლებსაც საერთო მეწილეები ჰყავს.
შპს საგზაო სამშენებლო სამმართველო N2-ის მეწილეებმა წინასაარჩევნოდ ქართულ ოცნებას ჯამში 45,000...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის "ბუსტერ" დოზები ხელმისაწვდომი შემდეგი ჯგუფებისთვის იქნება:
"საბჭომ მხარი დაუჭირა ბუსტერ დოზის გამოყენებას მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ 50 წლის ზემოთ პირებში, ასევე, ნებისმიერ ასაკის პირებში, რომელთაც აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება და ასევე, მაღალი რისკის პროფესიებში, როგორიც გახლავთ სამედიცინო პერსონალი, ასევე, დახურული ტიპის დაწესებულებაში მცხოვრები პირები და იქ დასაქმებული თანამშრომლები", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
კორონავირუსის შემთხვევების გამო თბილისის მასშტაბით 14 საბავშვო ბაღია დაკეტილი.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის არ მუშაობს საბავშვო ბაღები:#100, #72, #145, #45, #75, #86, #186, #15, #173, #38, #10, #74, #53, #135.
5 საბავშვო ბაღში აღსაზრდელის დაინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, დანარჩენ შემთხვევებში კი ინფიცირებული ბაღის თანამშრომელია.
აღნიშნული ბაღები ეტაპობრივად 4,5 და 6 ოქტომბერს დაიხურა და ყველა მათგანი მუშაობას 18 ოქტომბერს განაახლებს.
ოპოზიციის მტკიცებით, წყალტუბოში ხმების 60% არასწორად დათვალეს. გუშინ, შემთხვევითი პრინციპით 5 უბანი გადაითავალა და დადგინდა, რომ 3 უბანში "ნაციონალური მოძრაობისთვის" ხმები დაკლებული ჰქონდათ. ამასთან, ერთ-ერთ უბანზე ხმების ხელმეორედ დათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ არა "ოცნებამ", არამედ ენმ მოიგო.
"ნაციონალური მოძრაობა" 69-ვე უბნის ხელახლა გადათვლას ითხოვს.
"ციფრები, რომლებიც დაწერეილი იყო "ნაციონალური მოძრაობისთვის" და "ქათული ოცნებისთვის" ფაქტობრივად შებრუნდა. ეს იმას ნიშნავს, რომ რაც დავითვალეთ, 60%-ში იქნა...
დროა თბილისში 200 უბნის გადათვლას ითხოვს. ელენე ხოშტარია ამბობს, რომ უკვე გადათვლილი უბნების შედეგად, 34%-ში შეიცვალა სურათი. ხოშტარია ამბობს, რომ კოორდინაცია აქვთ სხვა პარტიებთან, სადამკვირვებლო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც საქმის კურსში არიან ამ საკითხთან დაკავშირებით.
ხოშტარიამ ის მონაცემები ჩამოთვალა, რომლებიც ლოტოტრონით გადათვლის შემდეგ, უბნებზე დადგა და ამბობს, რომ სურათი მკვეთრად შეცვლილია და ახლა თბილისის საკრებულოში, ოპოზიციას უმრავლესობის მოპოვების შანსი აქვს.
"ლელოს იმისთვის, რომ...
„ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატის ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, მეორე ტურში „ქართულ ოცნებას“ კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება.
თალაკვაძის განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
„პირველ რიგში, მადლობას გიხდით მუნიციპალური არჩევნების პირველ ტურში ძლიერი მხარდაჭერისა და აქტიურობისთვის, რის შედეგადაც, ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ოზურგეთში 50%-ზე მაღალი მხარდაჭერა მიიღო, ახალ საკრებულოში კი მანდატების დიდი უმრავლესობა.
პირველ ტურში 15%-იანი განსხვავებით დავამარცხეთ ოზურგეთის მოქმედი მერი, რომელმაც 4 წლიანი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































