ფოთის მერობის კანდიდატს, გიგი უგულავას, კორონავირუსი დაუდასტურდა, – უგულავამ ამის შესახებ პოსტი საკუთარ ფესიბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.
“დამიდასტურდა კოვიდი. ძალიან უდროო დროს კი დამატყდა. კარგად ვარ. აცრილიც ვარ. გამოჯანმრთელებამდე ფოთის კამპანიაში ონლაინ მივიღებ მონაწილეობას. იმედი მაქვს 10 დღეში დავდგები ფეხზე. არცერთი დღე არაა დასაკარგი. გამარჯვება ახლოსაა. მას გაფორმება სჭირდება.ჩემზე არ იდარდოთ. ახლა მიშაა მისახედი ციხეში”, – ვკითხულობთ გიგი უგულავას ფეისბუქ პოსტში.