“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, ბოლო 2 თვეში “ქართული ოცნების” დაფინანსება ₾8 მილიონამდე გაიზარდა, ზოგმა შემომწირველმა კი თანხა ზედიზედ ორჯერ გადაიხადა.
ორგანიზაცია წერს, რომ წინასაარჩევნოდ, სექტემბერში პარტიას ₾3.7 მილიონი შესწირეს. სექტემბრის თვის შემომწირველებს შორის მრავლად არიან ისეთი პირები, რომელთა კომპანიებიც ძვირადღირებულ ტენდერებში, ხშირად უკონკურენტოდ იმარჯვებენ.
ასეთი კომპანიებს მიეკუთვნება შპს საგზაო სამშენებლო სამმართველო N1 და N2, რომლებსაც საერთო მეწილეები ჰყავს.
შპს საგზაო სამშენებლო სამმართველო N2-ის მეწილეებმა წინასაარჩევნოდ ქართულ ოცნებას ჯამში 45,000 ლარი შეწირეს.
ორივე კომპანია წლების განმავლობაში იგებდა ძვირადღირებულ ტენდერებს და საერთო ჯამში 215 მილიონი ლარი აქვთ მიღებული ელექტრონული შესყიდვებით.