კატეგორიულად მოვითხოვთ მთლიანი ოლქის გადათვლას – წყალტუბოში “ნაცმოძრაობა” ხმების მოპარვაზე საუბრობს

402

ოპოზიციის მტკიცებით, წყალტუბოში ხმების 60% არასწორად დათვალეს. გუშინ, შემთხვევითი პრინციპით 5 უბანი გადაითავალა და დადგინდა, რომ 3 უბანში “ნაციონალური მოძრაობისთვის” ხმები დაკლებული ჰქონდათ. ამასთან, ერთ-ერთ უბანზე ხმების ხელმეორედ დათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ არა “ოცნებამ”, არამედ ენმ მოიგო.

“ნაციონალური მოძრაობა” 69-ვე უბნის ხელახლა გადათვლას ითხოვს.

“ციფრები, რომლებიც დაწერეილი იყო “ნაციონალური მოძრაობისთვის” და “ქათული ოცნებისთვის” ფაქტობრივად შებრუნდა. ეს იმას ნიშნავს, რომ რაც დავითვალეთ, 60%-ში იქნა გაყალბებული ხმების დათვლა, როცა ასეთი პრეცედენტი ხდება, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მთელი ოლქიც შეიძლება ასე ყოფილიყო გაყალბებული.

ამიტომ კატეგორიულად მოვითხოვთ მთლიანი ოლქის გადათვლას და თითქმის 100%-ით ვარ დარწმუნებული შედეგები “ოცნებისთვის” გამაოგნებელი იქნება”, – თქვა ენმ-დან წყალტუბოს მერობის კანდიდატმა, ზაზა მეტრეველმა. 

წყალტუბოში არჩევნების მეორე ტურია ჩანიშნული, სადაც ერთმანეთს “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატები დაუპირისპირდებიან.