ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში პირველადი ჯანდაცვის ექიმების მეტად აქტიურ ჩართვაზე მუშაობა მიმდინარეობს.
გაბუნია ასევე გამოეხმაურა ვაქცინაციის ტემპის შენელებას, თუმცა, როგორც მან განმარტა, აღნიშნულთან დაკავშირებით, საბჭოს დღევანდელ სხდომაზე არ უმსჯელიათ.
„დღეს ვაქცინაციის საბჭოზე ვაქცინაციის ტემპის გაზრდასთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა, რეკომენდაციები ამასთან დაკავშირებით საბჭომ არაერთხელ გასცა. ახლა მიმდინარეობს მუშაობა პირველადი ჯანდაცვის ექიმების მეტად აქტიურ ჩართვაზე ვაქცინაციის პეროცესში, ოჯახის ექიმები და ექთნები გაწევენ ჩაღრმავებულ კონსულტაციას 60 წლის ზემოთ პირებისთვის, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჯგუფია, რომ ვაქცინაციის კუთხით მოცვა გაიზარდოს და ასევე აქტიური საგანმანათებლო კამპანია. 15 ოქტომბრიდან ვგეგმავთ მარათონის დაწყებას სოფლებში, რომ იქაც თბილისიდან ჩასულმა ბრიგადებმა დახმარება გაუწიონ ადგილობრივ ოჯახის ექიმებს. მობილური ბრიგადები მობილიზდება, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობასთან ვმუშაობთ და ხვალ იგეგმება დამატებითი კონსულტაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და მათგანაც დამატებით რეკომენდაციას მივიღებთ“, – განაცხადა გაბუნიამ.