მთავარი არხი: იოსებ ხახალეიშვილი წინასაარჩევნო კამპანიას კანონდარღვევით ატარებს და  საჯარო მოხელეებს აშინებს

733

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ქუთაისში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი, იოსებ ხახალეიშვილი წინასაარჩევნო კამპანიას კანონდარღვევით ატარებს და  საჯარო მოხელეებს აშინებს.

როგორც “მთავარი არხი” იუწყება, სახელისუფლებო პარტიის მერობის კანდიდატმა, კანონდარღვევით საკრებულოს დარბაზში თათბირი გამართა და თანამშრომლებს უთხრა, რომ მას არჩევნებში ხმა თანამშრომლებმა არ მისცეს, რასაც მერად არჩევის შემდეგ გაითვალისწინებს.

“პარტია შემოხაზეთ და მე არა, გუნდმა მიღალატეთ, აუცილებლად გავითვალისწინებ,”- უთხრა ხახალეიშვილმა თანამშრომლებს თათბირზე.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ფაქტი კანონდარღვევაა და შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. ქუთაისის მერის მოადგილე “მათავარი არხის” კითხვებს გაექცა და თქვა, რომ მსგავს თათბირს არ დასწრებია და ის არც ყოფილა.

“იმის მაგივრად მერი იმაზე ფიქრობდეს სოციალური პროგრამები სად გამონახოს და თანხები სად გამონახოს, თათბირს ატარებს იმაზე და აშინებს ადამიანებს ხმა რატომ არ მომეციო. რომ არაფერი არ აკეთე და აჩუჩქნული ღორი რომ ეზოს გადათხრის ისე რომ აჩუჩქნე ეს ქალაქი, რაის ხმა გინდა გაფიცებ ყველაფერს”, – თქვა “ახალი ქრისტიან დემოკრატების” თავმჯდომარე, გოგი წულაიამ.

“მთავარი არხი” ციდლობდა კითხვები იოსებ ხახალეიშვილისთვისაც დაესვა, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ცნობისთვის, ქუთაისში არჩევნების მეორე ტური გაიმართება, პირველ ტურზე კი ხმების უმრავლესობა ოპოზიციის მხარდაჭერილმა კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ მიიღო.