ბოლო 3 დღეა შეიმჩნევა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.
“ძალიან საყურადღებო და გასათვალისწინებელი მიმდინარეობაა, იცით, რომ ეპიდსიტუაცია სტაბილურად უმჯობესდებოდა ქვეყანაში და ყველა მაჩვენებლი იკლებდა ბოლო თითქმის ერთი თვეა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, სიკვდილიანობაც წამოვიდა ქვემოთ. ბოლო 3 დღეა შეიმჩნევა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია. ძალიან გთხოვთ, ამას ხაზი გაუსვათ, ბოლო 3 დღეა უკვე წინა ორ კვირასთან შედარებით სამშაბათიც, ოთხშაბათიც, ხუთშაბათიც გვაქვს დაახლოებით 300 ერთეულით მეტი ახალი შემთხვევბი”, – აღნიშნა გამყრელიძემ.