კორონავირუსის შემთხვევების გამო თბილისის მასშტაბით 14 საბავშვო ბაღია დაკეტილი.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის არ მუშაობს საბავშვო ბაღები:#100, #72, #145, #45, #75, #86, #186, #15, #173, #38, #10, #74, #53, #135.
5 საბავშვო ბაღში აღსაზრდელის დაინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, დანარჩენ შემთხვევებში კი ინფიცირებული ბაღის თანამშრომელია.
აღნიშნული ბაღები ეტაპობრივად 4,5 და 6 ოქტომბერს დაიხურა და ყველა მათგანი მუშაობას 18 ოქტომბერს განაახლებს.