„ტვ პირველის” ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერმინისტრის პოსტზე ინფასტრუქტურის მოქმედი მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ჩაანაცვლებს. „ტვ პირველის” ცნობით, მათი სანდო წყარო მმართველი პარტიიდანაა.
მათივე ცნობით, წყარო “ქართული ოცნებიდან” ამტკიცებს, რომ პარტია რეგიონებში მარცხზე პასუხისმგებლობას სწორედ ღარიბაშვილს აკისრებს. ამას ემატება საერთაშორისო სკანდალში გახვევა.