დროა თბილისში 200 უბნის გადათვლას ითხოვს. ელენე ხოშტარია ამბობს, რომ უკვე გადათვლილი უბნების შედეგად, 34%-ში შეიცვალა სურათი. ხოშტარია ამბობს, რომ კოორდინაცია აქვთ სხვა პარტიებთან, სადამკვირვებლო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც საქმის კურსში არიან ამ საკითხთან დაკავშირებით.
ხოშტარიამ ის მონაცემები ჩამოთვალა, რომლებიც ლოტოტრონით გადათვლის შემდეგ, უბნებზე დადგა და ამბობს, რომ სურათი მკვეთრად შეცვლილია და ახლა თბილისის საკრებულოში, ოპოზიციას უმრავლესობის მოპოვების შანსი აქვს.
“ლელოს იმისთვის, რომ მიიღოს ერთი მანდატი და გაიყვანოს მეორე ადამიანი აკლია- 06%, გირჩს, რომ გაიყვანოს მეორე ადამიანი – 07%, “დროას” – 03%” – ამბობს ხოშტარია.