განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აუცრელი პედაგოგები კოვიდტესტირებას კვირაში ერთხელ ჩაიტარებენ. რეგულაცია შეეხებათ ერთჯერადად ვაქცინირებულებსაც. 2 კვირაში ერთხელ კი, ტესტირება სრულად აცრილებს ჩაუტარდებათ. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მერი მირველაშვილის განმარტებით, ახალი წესი სკოლების უსაფრთხობის მიზნით შემუშავდა.
„კორონავირუსის პრევენციის მიზნით შეირჩა თითოეული სკოლაში ორი თანამშრომელი, რომლებიც გაივლიან სათანადო ტრენინგს გადამზადებისას და თვითონ მოახდენენ თანამშრომელთა ტესტირებას. რომელი პედაგოგიც არ არის...
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, 3%-იანი ბარიერი ოთხმა პარტიამ გადალახა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
მე-12 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მაია ჩუთლაშვილის თქმით, საკრებულოს მანდატები გადანაწილდა ,,ევროპული საქართველოს”, ,,ნაციონალური მოძრაობის”, პარტია ,,საქართველოსთვის” და ,,ქართული ოცნების” კანდიდატებზე.
მისივე თქმით, თუ რომელი პარტიიდან რამდენი კანდიდატი შეძლებს შესვლას საკრებულოში, ამაზე უახლოეს პერიოდში გახდება ინფორმაცია ცნობილი, რადგან ამ დროისთვის მიმდინარეობს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებისთვის მზადება მაია...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოსახვედრად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიებიდან, 3%-იანი ბარიერი მხოლოდ ოთხმა პარტიამ გადალახა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
მე-15 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი დარბაიძეს თქმით, ბარიერი გადალახა ,,ნაციონალურმა მოძრაობამ”, ,,ქართულმა ოცნებამ”, პარტიამ ,,სტრატეგია აღმაშენებელი-მესამე ძალა” და გახარიას პარტიამ ,,საქართველოსთვის”.
დარბაიძეს ინფორმაციით, პროპორციული წესით ლაგოდეხის საკრებულოში ,,ქართული ოცნებიდან” 9 (+1) წევრი შევა, რადგან გადანაწილების შედეგად ნაშთი აღნიშნულ პარტიას აქვს...
2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ნინოწმინდის 10 მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
კანონმდებლობით გათვალისწინებული 40%–იანი ბარიერი გადალახეს და ახალი მოწვევის საკრებულოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში შევლენ „ქართული ოცნების“ შემდეგი კანდიდატები:
ვაგინაკ არზუმანიან– 76,66%;
ასქანაზ მარკოსიან– 71,97%;
გევორკ ისოიან– 89,2%;
გეორგი ჩაპანიან– 76,89%;
ვალერიკ ბეზოიან– 60,78%;
'სერგეი ადუმიან– 88,39%;
შირაზ ხოდიკიან– 97,84%;
გრიგორი შამილიან– 73,38%;
არნაკ ჰახვერდიან– 100%;
სამველ დარბინიან– 100%.
გარდა მაჟორიტარებისა, 3% ბარიერი გადალახეს და საკრებულოში პროპორციული სიით შესასვლელად ემზადებიან შემდეგი...
„ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი ეხმაურება ბახმაროში პარკის მშენებლობას და ამბობს, რომ პროექტთან დაკავშირებით ფოტო მავნებლურად გაავრცელეს.
„გუშინ ბევრი უკმაყოფილო პოსტი ვნახე ბახმაროს მშენებარე სკვერზე. თავიდან მეც შემეშინდა, ნუთუ ასეთი შეუფერებელი რაღაც გამოდის-თქო, რადგან ამ სკვერის მოწყობა ჩემი მაჟორიტარობის დროს გადაწყდა. უამრავი შეხვედრა და თხოვნა დამჭირდა, რომ ბახმაროში კომფორტული თავშეყრის სივრცე შექმნილიყო…
ახლა როგორია, ამ ფოტოს აქვე ვდებ და რეალურად როგორი...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში სკვერი და მემორიალი მოეწყობა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 22 915 ლარი გაითვალიწინა.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში უნდა დაასრულოს.
მუნიციპალური განვითარების ფონდი (MDF) დაბა ბახმაროში 1 293 996 ლარის ღირებულების დასასვენებელ პარკს აშენებს. შესაბამისი ტენდერი ფონდმა 2020 წლის აგვისტოში გამოაცხადა, ხოლო ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან 2020 წლის 29 სექტემბერს გაფორმდა. ინფორმაციას publika.ge აქვეყნებს.
სამუშაოებს შპს „ქართლი” აწარმოებს. სამუშაოების მიწოდების საერთო ვადა ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 18 თვეა.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება, სამუშაოების მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და მიმწოდებლისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული...
"სააკაშვილი და ღარიბაშვილი საზოგადოების საწამლავები არიან"- ამ განცხადებით აშშ-ს ყოფილმა ელჩმა, იან კელმა, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პრემიერმინისტრი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის "გადატრიალების" გეგმა წარუმატებლობისთვის იყო განწირული და 5000-კაციანი აქციის დაშლა წყლის ჭავლით ან მხუთავი აირით შეეძლო.
"ორივე მათგანი არის საზოგადოების საწამლავი, როგორც ყველა პოლიტიკოსი, მათ შორის ჩემს ქვეყანაში, რომელიც ეროვნულ ინტერესებზე მაღლა კონფლიქტსს და პერსონალურ ძალაუფლებას აყენებს....
კომპანია „ალმა“ სიძულვილის ენის შემცველ სარეკლამო ბანერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
„ჩვენი კომპანიის კუთვნილ გარე რეკლამის კონსტრუქციებზე სიძულვილის ენის შემცველი სარეკლამო ბანერების გამოჩენას საზოგადოების ნაწილის მხრიდან სამართლიანი და ობიექტური ხასიათის ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა.
როგორც ჩვენ მიერ პირველი წუთებიდანვე მრავალგზის იქნა აღნიშნული, ჩვენ სრულიად ვემიჯნებით და ყოველთვის გავემიჯნებით ნებისმიერი ფორმით გამოხატულ ქმედებას თუ ქმედებებს, რომელიც გამოიწვევს სიძულვილს, აგრესიას და ჩვენი ქვეყნის საზოგადოების პოლარიზაციას....
პირველი ტურის შედეგები ნათლად მიუთითებს, რომ ოზურგეთში საზოგადოებას სურს მერი შეიცვალოს და შემიძლია გითხრათ, მეორე ტურისთვის ჩვენ ნამდვილად გვექნება კიდევ უფრო მეტი თანამოქალაქის მხარდაჭერა, მუნიციპალურ არჩევნებში საბოლოო გამარჯვების მისაღწევად, - განცხადა „ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ავთანდილ თალაკვაძემ.
„პირველ რიგში, მადლობას გიხდით მუნიციპალური არჩევნების პირველ ტურში ძლიერი მხარდაჭერისა და აქტიურობისთვის, რის შედეგადაც, ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ოზურგეთში 50%-ზე მაღალი...
პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატის საბურთალოს რაიონში, ვატო სულგულაძის განცხადებით, საბურთალოს რაიონში არჩევნებზე 40-ზე მეტ უბანზე დარღვევები დაფიქსირდა.
როგორც სურგულაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დარღვევების გამოსწორების შემთხვევაში ვატო სულგულაძე თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გადადის.
„მოვიყვან მხოლოდ ჩემს მაგალითს, მე-17 უბანი საბურთალოს ოლქი, სადაც დამიწერეს 9 ხმა, როგორც მაჟორიტარს და რეალობაში იყო დიდი დისბალანსი და აღმოჩნდა რომ მე მივიღე 125 ხმა. ჩვენ დავაფიქსირეთ, შევიტანეთ საჩივარი...
პოლიტიკურ დიალოგსა და შეთანხმებას გამოვრიცხავთ როგორც ღალატთან ასოცირებულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, ასევე ძალადობასთან ასოცირებულ “ნაციონალურ მოძრაობასთან” - ადამიანი, რომელიც საკუთარ გუნდს უღალატებს, რა თქმა უნდა, მიუღებელია, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებას.
ანრი ოხანაშვილის შეფასებით, ზოგ-ზოგიერთ ე.წ. პოლიტიკოსს აქვს განცდა და ამბიცია იმისა, რომ ისეთ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს, ვისთანაც მმართველი პარტია მოლაპარაკებაში აუცილებლად უნდა შევიდეს.
ოხანაშვილი ირწმუნება, რომ...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, განცხადებით, ვაქცინის მესამე დოზის, ე.წ. ბუსტერის გაკეთებას ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც საზღვარგარეთ მიამგზავრებიან.
განსხვავებული პრეპარატით ვაქცინაცია დასაშვებია პირველი ვაქცინაციის დასრულებიდან 28 დღის შემდეგ.
განსხვავებული ვაქცინით ვაქცინაცია დასაშვებია პირველი ვაქცინაციის დასრულებიდან 28 დღის შემდეგ, ამდენად ჩვენს შემთხვევაშიც შეგვიძლია, გამოვიყენოთ ეს რეკომენდაცია და დავუშვათ იმ პირების განმეორებითი ვაქცინაცია მათ მიერ მოთხოვნილი ვაქცინით, რაც გამომდინარეობს მოგზაურობის, ან ბიზნესმიზნებიდან და ეს...
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ და “ნაციონალური მოძრაობა” მის პარტიას “ფარული მოლაპარაკებების ფარგლებში” სთავაზობენ შეთანხმებას, რათა საკრებულოები მათი სასურველი კანდიდატურებით დაკომპლექტდეს.
ამასთან, როგორც გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, პარტიები მას სანაცვლოდ “რაღაც სარგებლებს” ჰპირდებიან. კითხვაზე, კონკრეტულად, რა სარგებელს სთავაზობენ, გახარია ამბობს: “რაღაც თანამდებობებს, სხვათა შორის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში”.
“დღეს პარტია “საქართველოსთვის” წარმოდგენილია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს ბევრ მუნიციპალიტეტში და ბევრგან ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გადამწყვეტი...
ნერვული სისტემის თანდაყოლილი ანომალიების, გულის, ღვიძლის, თირკმლის სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე 12-დან 15 წლამდე მოზარდების ვაქცინაცია მხოლოდ „ფაიზერით“ განხორციელდება, - ამის შესახებ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს” სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, მოგვიანებით საბჭო კიდევ იმსჯელებს, გაფართოვდება თუ არა ჯგუფები და გახდება თუ არა 12-დან 15...
„ნაციონალური მოძრაობა" პანიკაშია და ახალი თემა და სცენარი დაწერეს, - ასე ეხმიანება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტებთან მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ირაკლი ღარიბაშვილის მოსალოდნელი გადადგომის თაობაზე.
ოხანაშვილის განცხადებით, ეს ინფორმაცია არ გამართლდება.
„ამ შემთხვევაში, ეს ინფორმაცია არ და ვერ გამართლდება, მესმის, რომ პანიკაშია „ნაციონალური მოძრაობა" და ახალი თემა და სცენარი დაწერეს და ცდილობენ ამ თემის გატარებას მედიაში. თუმცა, ღიმილისმომგვრელია და ეს არ და ვერ გამართლდება“,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































