ვინ იქნებიან ნინოწმინდის საკრებულოს მაჟორიტარი წევრები

391

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ნინოწმინდის 10 მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

კანონმდებლობით გათვალისწინებული 40%–იანი ბარიერი გადალახეს და ახალი მოწვევის საკრებულოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში შევლენ „ქართული ოცნების“ შემდეგი კანდიდატები:

ვაგინაკ არზუმანიან– 76,66%;
ასქანაზ მარკოსიან– 71,97%;
გევორკ ისოიან– 89,2%;
გეორგი ჩაპანიან– 76,89%;
ვალერიკ ბეზოიან– 60,78%;
‘სერგეი ადუმიან– 88,39%;
შირაზ ხოდიკიან– 97,84%;
გრიგორი შამილიან– 73,38%;
არნაკ ჰახვერდიან– 100%;
სამველ დარბინიან– 100%.

გარდა მაჟორიტარებისა, 3% ბარიერი გადალახეს და საკრებულოში პროპორციული სიით  შესასვლელად ემზადებიან შემდეგი პარტიები:

,,ევროპული საქართველო“– 3,25% (351 ხმა);
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“– 5,52% (597 ხმა);
„საქართველოსთვის“– 4,84% (523 ხმა);
„ქართული ოცნება“– 84,03% (9083 ხმა).