„ნაციონალური მოძრაობა” პანიკაშია და ახალი თემა და სცენარი დაწერეს, – ასე ეხმიანება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტებთან მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ირაკლი ღარიბაშვილის მოსალოდნელი გადადგომის თაობაზე.
ოხანაშვილის განცხადებით, ეს ინფორმაცია არ გამართლდება.
„ამ შემთხვევაში, ეს ინფორმაცია არ და ვერ გამართლდება, მესმის, რომ პანიკაშია „ნაციონალური მოძრაობა” და ახალი თემა და სცენარი დაწერეს და ცდილობენ ამ თემის გატარებას მედიაში. თუმცა, ღიმილისმომგვრელია და ეს არ და ვერ გამართლდება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
ცნობისათვის, „ტვ პირველის” ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერმინისტრის პოსტზე ინფასტრუქტურის მოქმედი მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ჩაანაცვლებს.