განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აუცრელი პედაგოგები კოვიდტესტირებას კვირაში ერთხელ ჩაიტარებენ. რეგულაცია შეეხებათ ერთჯერადად ვაქცინირებულებსაც. 2 კვირაში ერთხელ კი, ტესტირება სრულად აცრილებს ჩაუტარდებათ. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მერი მირველაშვილის განმარტებით, ახალი წესი სკოლების უსაფრთხობის მიზნით შემუშავდა.
„კორონავირუსის პრევენციის მიზნით შეირჩა თითოეული სკოლაში ორი თანამშრომელი, რომლებიც გაივლიან სათანადო ტრენინგს გადამზადებისას და თვითონ მოახდენენ თანამშრომელთა ტესტირებას. რომელი პედაგოგიც არ არის აცრილი , ან ერთი დოზით არიან აცრილი ისინი სწრაფი ტესტით შვიდ დღეში ერთხელ დაიტესტებიან. ის პედაგოგები კი ვისაც ორი აცრა აქვს ჩატარებული ორკვირაში ერთხელ პისიარ ტესტს ჩაიტარებენ.“