გაბუნია: მოქალაქეები, რომლებიც ქვეყნიდან მიემგზავრებიან, ბუსტერ დოზის გაკეთებას შეძლებენ

188

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, განცხადებით, ვაქცინის მესამე დოზის, ე.წ. ბუსტერის გაკეთებას ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც საზღვარგარეთ მიამგზავრებიან.

განსხვავებული პრეპარატით ვაქცინაცია დასაშვებია პირველი ვაქცინაციის დასრულებიდან 28 დღის შემდეგ.

განსხვავებული ვაქცინით ვაქცინაცია დასაშვებია პირველი ვაქცინაციის დასრულებიდან 28 დღის შემდეგ, ამდენად ჩვენს შემთხვევაშიც შეგვიძლია, გამოვიყენოთ ეს რეკომენდაცია და დავუშვათ იმ პირების განმეორებითი ვაქცინაცია მათ მიერ მოთხოვნილი ვაქცინით, რაც გამომდინარეობს მოგზაურობის, ან ბიზნესმიზნებიდან და ეს შეიძლება, იყოს ფაიზერის, შეიძლება იყოს ნებისმიერი სხვა ვაქცინა, რომელსაც ის ქვეყანა იღებს, სადაც პირი მიემგზავრება. ამისთვის მათ უნდა მიმართონ ამცრელ დაწესებულებას და თან უნდა იქონიონ მიზნობრიობის, ანუ მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთი, რის საფუძველზეც მოხდება მათთვის ვაქცინაციას დაგეგმვა”, – თქვა  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

ქვეყანაში მესამე დოზით აცრა ასევე დასაშვები გახდა 50 წელს ზემოთ ადამიანებისა და მაღალი რისკის პროფესიების მქონე პირებისთვის.

კიდევ ვისთვის იქნება ხელმისაწვდომი ე.წ. ბუსტერის გაკეთება იხილეთ ბმულზე.