ლაგოდეხში არჩევნებზე ბარიერი ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა

592

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოსახვედრად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიებიდან, 3%-იანი ბარიერი მხოლოდ ოთხმა პარტიამ გადალახა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

მე-15 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი დარბაიძეს თქმით, ბარიერი გადალახა ,,ნაციონალურმა მოძრაობამ”,  ,,ქართულმა ოცნებამ”, პარტიამ ,,სტრატეგია აღმაშენებელი-მესამე ძალა” და გახარიას პარტიამ ,,საქართველოსთვის”.

დარბაიძეს ინფორმაციით,  პროპორციული წესით ლაგოდეხის საკრებულოში ,,ქართული ოცნებიდან” 9 (+1) წევრი შევა,  რადგან გადანაწილების შედეგად ნაშთი აღნიშნულ პარტიას აქვს ყველაზე მეტი. ასევე ბარიერი გადალახა ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” და საკრებულოში  7 (+1) პირით იქნება წარმოდგენილი. მისივე თქმით,  1 მანდატი მიიღო პარტიამ ,,სტრატეგია აღმაშენებელი-მესამე ძალა” და 1 გახარიას პარტიას ,,საქართველოსთვის”.

,,ლაგოდეხში შექმნილი 10 მაჟორიტარული ოლქიდან კი  7 ,,ქართული ოცნების” კანდიდატმა, 1 ,,ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა,  1 ოლქი პარტია ,,სტრატეგია აღმაშენებელი-მესამე ძალა” , 1 კი დამოუკიდებელმა კანდიდატმა მოიგო.

რაც შეეხება არჩევნებს, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. ამ დროისთვის 10 საჩივარია დაწერილი, რომელიც ძირითადად პროცედურული ხასიათის დარღვევებზეა დაწერილი. საჩივრები ასევე ეხება შემაჯამებელ ოქმებსაც, აქ ძირითადად არის საუბარი იმაზე, რომ არჩევნებზე მოსულ ამომრჩეველთა რაოდენობები რამდენიმეგან სხვადასხვაა მითითებული. ეს შეცდომაა და გამოვასწორებთ. ასევე ერთს არ ახლავს შესწორების ოქმი და კანონი მის ხელახლა გადათვლას გვავალდებულებს”,- განაცხადა საოლქო კომისიის თავმჯდომარებ გიორგი დარბაიძემ.

მაჟორიტარული წესით ლაგოდეხის საკრებულოს წევრები გახდნენ:

#15 ლაგოდეხი – #1 მაჟორიტარული ოლქი

,,ქართული ოცნება”- ვლადიმერი ალიბეგაშვილი

#2 მაჟორიტარული ოლქი

,,ქართული ოცნება”- ვახტანგი ჭიპაშვილი

#3 მაჟორიტარული ოლქი

,,მესამე ძალა- სტრატეგია აღმაშენებელი”- ისაკო ცქიფურივილი

#4 მაჟორიტარული ოლქი

,,ქართული ოცნება”- ხვიჩა ყაველაშვილი

#5 მაჟორიტარული ოლქი

,,ნაციონალური მოძრაობა”- სალავან ალიევ

#6 მაჟორიტარული ოლქი

,,ქართული ოცნება”- დავითი ღონღაძე

#7 მაჟორიტარული ოლქი

,,ქართული ოცნება”- სიმონი კვერნაძე

#8 მაჟორიტარული ოლქი

,,ქართული ოცნება”- ბესარიონ შუბითიძე

#9 მაჟორიტარული ოლქი

,,ქართული ოცნება”-  ლუკა მუმლაძე

#10 მაჟორიტარული ოლქი

დამოუკიდებელი კანდიდატი- ვიტალი გუგეშაშვილი