„ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატებმა არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრეს

367

პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატის საბურთალოს რაიონში, ვატო სულგულაძის განცხადებით, საბურთალოს რაიონში არჩევნებზე 40-ზე მეტ უბანზე დარღვევები დაფიქსირდა.

როგორც სურგულაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დარღვევების გამოსწორების შემთხვევაში ვატო სულგულაძე თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გადადის.

„მოვიყვან მხოლოდ ჩემს მაგალითს, მე-17 უბანი საბურთალოს ოლქი, სადაც დამიწერეს 9 ხმა, როგორც მაჟორიტარს და რეალობაში იყო დიდი დისბალანსი და აღმოჩნდა რომ მე მივიღე 125 ხმა. ჩვენ დავაფიქსირეთ, შევიტანეთ საჩივარი და ეს გამოსწორდა მაგრამ, ჩვენი გათვლებით კიდევ 40 უბანზეა ასეთი დარღვევები. ჩვენი ინფორმაციით, თუ ეს ყველაფერი იქნება გამოსწორებული მეორე ტურში გადის „ლელო”, ანუ მე, ვატო სულგულაძე”, – განაცხადა ვატო სულგულაძემ.

ამასთან, „ლელოს“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლანა გალდავას განცხადებით, „ლელოს“ დარღვევების ამსახველი მტკიცებულები გააჩნია, რის საფუძველზეც ისინი უბნების გახსნასა და თავიდან გადათვლას მოითხოვენ.

„ისანში არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, ეს არ იყო არც თავისუფლი, არც თანასწორუფლებიანი და არც კონკურეტუნარიანი. რაც შეეხება დარღვევებს, მაგალითად 26-ე უბანი – მეტობა, ჩაყრილი ბიულეტენი 70, მე-16 უბანი – მეტობა 28, მე-8 უბანი – მეტობა 11, მე-2 უბანი ელია, ამომრჩეველთა რაოდენობა 1719 და მოვიდა თურმე 1752. მტკიცებულებები გვაქვს, მოვითხოვთ გაიხსნას უბნები და ყველა უბანი გადაითვალოს, ოპოზიცია არის გამარჯვებული”, – განაცხადა გალდავამ.