“სააკაშვილი და ღარიბაშვილი საზოგადოების საწამლავები არიან”- ამ განცხადებით აშშ-ს ყოფილმა ელჩმა, იან კელმა, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პრემიერმინისტრი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის “გადატრიალების” გეგმა წარუმატებლობისთვის იყო განწირული და 5000-კაციანი აქციის დაშლა წყლის ჭავლით ან მხუთავი აირით შეეძლო.
“ორივე მათგანი არის საზოგადოების საწამლავი, როგორც ყველა პოლიტიკოსი, მათ შორის ჩემს ქვეყანაში, რომელიც ეროვნულ ინტერესებზე მაღლა კონფლიქტსს და პერსონალურ ძალაუფლებას აყენებს. – ამბობს აშშ-ს ყოფილი ელჩი.