წინა სტატია
ზუგდიდის # 67 საოლქო კომისიის შენობა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებსა და მედიას პოლიციამ ძალის გამოყენებით დაატოვებინა. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციამ #67 საოლქო კომისიის თავმჯდომარე, მირანდა მესხთან შეხვედრა მოითხოვა, თუმცა, პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მესხმა დალუქული ბიულეტენი გახსნა და ხალხს არჩევანის უფლება მოპარა.
„ურეპუტაციო მირანდა მესხი უნდა ცხოვრობდეს და მუშაობდეს კარჩაკეტილი. არ შეიძლება მისი საჯაროობა...
გორის მუნიციპალიტეტის მერიის სამოქალაქო ბიუჯეტის განვითარების პროგრამის ფარგლებში 2022 წელს 45 პროექტი განხორციელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
“პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის მხრიდან შემოვიდა სულ 58 საპროექტო ინიციატივა. მოსახლეობამ თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში გამართულ შეხვედრებზე კონსენსუსით აირჩია 45 საპროექტო ინიციატივა, რომელიც განხორციელდება 2022 წელს” , – განამრტავენ მერიაში.
მათივე ცნობით, პროგრამის ფარგლებში 2022 წლისათვის გამოყოფილია 3 000 000 ლარამდე.
მოლოდინი, რომ სახლთან არსებულ მდინარეზე, ნაპირსამაგრ სამუშაოებს განახორციელებდნენ, ვიტალი მორთულაძისთვის ამაო აღმოჩნდა. ხეხილის ბაღი, რომელიც ოჯახისთვის შემოსავლის წყარო იყო, დინებამ დიდი ხნის წინ წაიღო, თუმცა აქ, ვითარება ისევ ისეთია, როგორც სამი წლის წინ. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
მრავალი თხოვნის, მოთხოვნის თუ განცხადების მიუხედავად, მორთულაძეებისთვისაც ზარალიც არავის აუნაზღაურებია. ოთხ წევრიანი ოჯახი შიშობს, რომ შესაძლოა ნებისმიერი მორიგი უამინდობა, მორიგი სტიქიის მიზეზი გახდეს.
პრობლემა მხოლოდ...
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა და მუქარა, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ცესკო მოუწოდებს პროცესში ჩართულ მხარეებს, არ შეუშალონ ხელი საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას და მათ მიერ კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებას.
„საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობები გრძელდება. ამ წუთებშიც ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს არ აძლევენ შესაძლებლობას მედიას გააცნოს ზუსტი და დეტალური ინფორმაცია საარჩევნო პროცესის შესახებ....
ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმაურია. ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია იმყოფება. შენობაში მობილიზებულია პოლიცია. ოპოზიცია #67 საოლქო კომისიის თავმჯდომარე, მირანდა მესხთან შეხვედრას ითხოვს, თუმცა, პოლიცია ოპოზიციას მესხის კაბინეტში შესვლის უფლებას არ აძლევს.
„ველოდები, რომ მირანდა მესხი ღიად და საჯაროდ გამცემს კითხვაზე პასუხს, რატომ გახსნა ნახევარი საათის წინ ის დალუქული ოთახი, სადაც არის ბიულეტენები, რატომ იქექებოდნენ „ქართული ოცნებიდან“ კომისიის...
30 დღის განმავლობაში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული 24 ტენდერი არ შედგა, მათ შორისაა უკვე მეორედ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც ახალციხეში, ხელოვნური ტბის მიმდებარედ არსებული შადრევანის რეაბილიტაციას გულისხმობს, — ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. ამის შესახებ toktv.ge წერს.
ახალციხის მერიამ შადრევანის რეაბილიტაციისთვის ტენდერი ორჯერ და ორჯერვე ერთსა და იმავე თანხაზე, 250 ათას ლარზე გამოაცხადა, თუმცა ტენდერი არც ამჯერად შედგა.
როგორც...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი სავარაუდოდ, 20 მილიონი იქნება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა მთავარ საფინანსო დოკუმენტზე მუშაობა დაასრულა. წინასწარი მონაცემებით, მომავალ წელს პრიორიტეტი კვლავ ინფრასტრუქტურა და სოციალური სფერო იქნება.
დაფინანსება გაეზრდება დასუფთავების სამსახურს და სპორტულ გაერთიანებას.
ბიუჯეტის პროექტი 12 ნოემბრამდე საკრებულოს უნდა გადაეგზავნოს, 25 დეკემბრამდე კი დამკიცდეს.
გურჯაანელები ახლადარჩეული საკრებულოსა და მერისგან პირველ რიგში მოითხოვენ, რომ ქალაქსა და სოფლებს სასმელი წყალი 24 საათიანი გრაფიკით მიეწოდებოდეს. მოასფალტდეს დაზიანებული გზებიც.
გარდა ამისა, მთავარ გამოწვევად სოციალურ პრობლემებს ასახელებენ და ითხოვენ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ სხვასხვა პროგრამებით უზრუნველყოს მათი დახმარება. ამ თემაზე სიუჟეტს გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
ბოლო პერიოდში ქალაქ თელავში ვანდალური ფაქტები გახშირდა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
წარწერები რომლებიც სხვადასხვა შენონებზეა დაწერილი, ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. ადგილობრივების თქმით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამისი სამსახურების მხრიდან არანაირი რეაგირება არ ხდება.
მათი თქმით, არა მხოლოდ ცენტრალური მოედნის,ასევე ქალაქის უბნებში არსებული საცხოვრებელი კორპუსების და მათ შორის კულტურული ძეგლების იერსახეა დამახინჯებული უხამსი წარწერებითა და ნახატებით.
აღნიშნულ საკითხზე თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.
თუშეთში ,,ივანაურთის” ხეობის ოთხ სოფელში, კერძოდ კი ვესტომთაში, ვესტმოში, საჩიღოლოსა და გოგრულთაში გზის გასაკეთებლად საჭირო პროექტის შესამუშავებლად ადგილობრივებმა თანხის შეგროვების კამპანია დაიწყეს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
აქციის ინიციატორების ინფორმაციით, გზის რეაბილიტაციის პროექტის შესამუშავებლად 40 000 ლარია საჭირო, რომლის შემდეგაც გზის 16 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილტაცის პროექტის განხორციელება იქნება შესაძლებელი.
,,ერთად გავაცოცხლოთ გზის გარეშე დარჩენილი თუშეთის სოფლები”- ასე ჰქვია ადგილობრივების ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კახეთის მიმართულებით, ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობისთვის 2 ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
პროექტი სულ 3 ლოტს მოიცავს, რომელთა საერთო სიგრძე 35.2 კილომეტრია. პროექტი 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის მშენებლობას ითვალისწინებს. პირველი ტენდერის საწყისი ღირებულება 74.8 მილიონი ლარი იყო, მეორე ტენდერის კი 575 მილიონი ლარია.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით,...
ბათუმის მერის მოადგილის ლელა სურმანიძის განცხადებით, კორპუსზე, რომლის ნაწილი ცოტა ხნის წინ ჩამოინგრა, დაშენება ბოლო 5-6 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა.
როგორც სურმანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ კორპუსზე დაშენების ნებართვა ბოლო წლების განმავლობაში არ გაცემულა.
ასევე სურმანიძემ უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, კორპუსში, რომლის ნაწილიც ჩამოინგრა, „ქართული ოცნების“ დეპუტატი რესან კონცელიძე ცხოვრობს და „კორპუსზე დაშენების ნებართვა სწორედ მისი ხელშეწყობით გაიცა“.
ლელა სურმანიძის განცხადებით,...
ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ნაციონალური მოძრაობიდან, კუთვნილი ავტომანქანა დღეს დაზიანებული დახვდა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
მანქანას ჩამსხვრეული აქვს მინები. თამილა ქუთათელაძე მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს, რადგან სწორედ ის ითხოვდა ისნის ერთ-ერთი უბანზე ხმების ხელახლა გადათვლას.
"კონკრეტული მუქარები წამოვიდა ოპოზიციური პარტიების მიმართ და მე ასევე მეშინია, რომ სიცოცხლის მოსპობაზეც შეიძლება იყოს საუბარი, ვინაიდან ხანდახან მე მარტოც დავდივარ მანქანით...პირდაპირ ვაცხადებ რომ ეს...
ქუთაისის მერიამ მის ბალანსზე არსებული ავტომანქანების ტექნიკური მოსახურების და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისთვის ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობა ამ მომსახურებისთვის 574 857 ლარს იხდის. შესყიდვის პირობების მიხედვით, სათადარიგო ნაწილები უნდა იყოს ახალი.
მომსახურების გაწევის სურვილი უკვე დააფიქსირა ერთმა პრეტენდენტმა. მერიის ავტომანქანების სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფასა და ტექნიკურ შეკეთებაზე ერთადერთი მონაწილე ინდ.მეწარმე ლერი ჯაბაძეა. ქუთაისის მერია პრეტენდენტის...
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ 30-ზე მეტი საჩივარი განიხილა. საჩივრების უმრავლესობა არ დაკმაყოფილდა. მათ შორის, უარი ეთქვა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას", რომელთა საჩივრების შინაარსს კომისიის წევრები არ დაეთანხმნენ. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
საჩივრები არ დაკმაყოფილდა #91-ე, #93-ე, #15-ე, #57-ე, #49-ე, #10-ე, #35-ე, #39-ე, #48-ე, 123-ე, #37-ე, #29-ე, #96-ე, #66-ე, #56-ე, #59-ე, #35-ე, #18-ე, #80-ე, #108-ე და #48-ე უბნებზე.
კომისიის წევრებმა არ დააკმაყოფილეს...
ახლა სოფელ ახალშენში მცხოვრები ოჯახის პრობლემების შესახებ გიამბობთ. დუმბაძეები ხელისუფლებას დახმარებას, წლებია უშედეგოდ სთხოვენ. მათ სახლთან მისასვლელი ერთადერთი ხიდი მდინარემ წაიღო. მეტიც, ოჯახი მეწყერსაშიშ ზონაში, ექვს მცირეწლოვანთან ერთად, მუდმივ შიშში ცხოვრობს. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
ეს ხიდი, სოფელ ახალშენშია. ერთი წლის წინ უხვი ნალექის დროს, ადიდებულმა მდინარემ, დუმბაძეების საცხოვრებელთან მისასვლელ ერთადერთ გზას საძირკველი გამოაცალა. ისინი, მას შემდეგ ხელისუფლებას...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































