ხელვაჩაურის სოფელ ახალშენში ოჯახი დაზიანებული ხიდის აღდგენას ითხოვს

313

ახლა სოფელ ახალშენში მცხოვრები ოჯახის პრობლემების შესახებ გიამბობთ. დუმბაძეები ხელისუფლებას დახმარებას, წლებია უშედეგოდ სთხოვენ. მათ სახლთან მისასვლელი  ერთადერთი ხიდი მდინარემ წაიღო. მეტიც, ოჯახი მეწყერსაშიშ ზონაში, ექვს მცირეწლოვანთან ერთად, მუდმივ შიშში  ცხოვრობს. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.

ეს ხიდი, სოფელ ახალშენშია. ერთი წლის წინ უხვი ნალექის დროს, ადიდებულმა მდინარემ, დუმბაძეების საცხოვრებელთან მისასვლელ ერთადერთ გზას საძირკველი გამოაცალა. ისინი, მას შემდეგ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ, თუმცა, რეგიონის ხელისუფლებამ, ისინი, ბედის ანაბარა დატოვა. სახლში ექვსი მცირეწლოვანი ცხოვრობს. ოჯახს ცხოვრება მუდმივ შიშში უწევს.

დუმბაძეები სახლთან ახლოს ჩამოწოლილი მიწის მასის გატანას  და დამცავი კედლის ჩამოსხმასაც ითხოვენ. ნოდარ დუმბაძე ამბობს, რომ ნაგებობას საფრთხე, წლების წინ ჩამოწოლილმა მეწყერმა შეუქმნა.

როგორც აღმოჩნდა, ხელვაჩაურის მერისთვის დუმბაძეების პრობლემები სიახლე არაა. ჯუმბერ ვარდმანიძის განცხადებით. ამ ეტაპზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობას და ოჯახს მალე, საჭირო დაეხმარება გაეწევა.

გარდა ამ პრობლემებისა, ოჯახს, ბუნებრივი აირიც არ მიეწოდება.  პასუხისმგებელ კომპანიაში, „სოკარ ჯორჯიაში“ სიტყვიერად განმარტეს, რომ დუმბაძეებს ვერ დაეხმარებიან, რადგან დაზიანებული მრიცხველის შეკეთება, მათი პრეროგატივა არაა. როდის დაინტერესდებიან, ბედის ანაბარა მიტოვებული ოჯახის პრობლემებით, სადაც მცირეწლოვნები ცხოვრობენ? პასუხისმგებელი უწყებები, კონკრეტულ თარიღს ვერ გვისახელებენ.